დღეს, 4 ნოემბერს, ასტროლოგიაში მნიშვნელოვანი და ძლიერი ენერგიული დღეა - მზე რეტროგრადულ მერკურს უერთდება. ამ მოვლენას ქვედა {შინაგანი} შეერთება ეწოდება, რომელიც მერკურიანული ციკლის კულმინაციას, ანუ „სავსემთვარეობას“ აღნიშნავს.
ამ დღეს და მის მომდევნო დღეებში მერკური ზუსტად დედამიწასა და მზეს შორის მდებარეობს. როდესაც შეერთება აბსოლუტურად ზუსტი ხდება, ორბისით 17 კუთხურ წუთზე ნაკლებით, დგება პერიოდი, რომელსაც კაზიმი „მზის გულში“ ეწოდება. ეს ზუსტად დღეს, თბილისის დროით 18:24 საათზე იქნება.
რა არის კაზიმი და რა ძალა აქვს მას?
ამ მოკლე დროის განმავლობაში რეტროგრადულობის უარყოფითი გავლენა ქრება, გონება კი კრისტალურად სუფთა ხდება.
ეს არის იდეალური მომენტი:
✅ სურვილების ჩასაწერად და სამყაროსთვის მენტალური მოთხოვნა-შეტყობინებების გასაგზავნად;
✅ შინაგანი (მაგრამ არა გარეგანი) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად;
✅ ძველი საქმეების დასრულებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. ეს არის ინსაიტების, მენტალური გადატვირთვისა და ფასეულობათა გადაფასების ძლიერი მომენტი.
მორიელის ნიშნის გავლენა
რადგან შეერთება მორიელის ნიშანში ხდება, რომელიც ფინანსებს, სხვის რესურსებს, გადასახადებს, ვალებს, ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებსა და საიდუმლოებებს განაგებს, განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდება ფულის, საერთო ანგარიშების, კრედიტების ან ძველი ემოციური კონფლიქტების თემებს.
რისი გაკეთებაა რეკომენდებული:
✅ ქვეცნობიერთან მუშაობა, დღიურის წარმოება და წარსული გადაწყვეტილებების გადაფასება;
✅ დაკარგული მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ნივთებისა თუ კითხვებზე პასუხების ძებნა;
✅ თვეების ან წლების წინ მიტოვებული პროექტებისთვის ახალი იმპულსისა და ხედვის მიცემა;
✅ ძველ ნაცნობებთან დაკავშირება.
რა არ არის სასურველი:
❌ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ემოციებზე დაყრდნობით მიღება (მზის ენერგიამ შესაძლოა „დაწვას“ მერკური, რამაც აზრების ქაოსი გამოიწვიოს);
❌ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და კამათი — ამ პერიოდში სხვების მოსმენა გვიჭირს;
❌ ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი ქაღალდების ხელმოწერა (სანამ მერკური პირდაპირ სვლაზე არ გადავა).
პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, უმჯობესია წაიკითხოთ ასცენდენტის მიხედვით
ასცენდენტი ვერძში (შეერთება მე-8 სახლში): ფოკუსი გადადის ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებზე, საიდუმლოებებზე, საერთო ფინანსებსა და ვალებზე. შესანიშნავი მომენტია ძველი ვალდებულებების დასახურავად და ფსიქოლოგიური გადატვირთვისთვის.
ასცენდენტი კუროში (შეერთება მე-7 სახლში): სინათლე ეფინება პარტნიორობის, ქორწინებისა და ღია ოპონენტების სფეროს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ყოფილ პარტნიორთან ან ძველი შეთანხმებების გადახედვა.
ასცენდენტი ტყუპებში (შეერთება მე-6 სახლში): ინსაიტები შეეხება სამუშაოს, ყოველდღიურ მოვალეობებსა და ჯანმრთელობას. იდეალური დროა რუტინის ოპტიმიზაციისა და ძველი სამუშაო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად.
ასცენდენტი კირჩხიბში (შეერთება მე-5 სახლში): სიცხადე შემოდის შემოქმედების, რომანტიკის, ჰობისა და შვილების თემებში. შეიძლება დაგიბრუნდეთ შთაგონება ან იპოვოთ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გზა.
ასცენდენტი ლომში (შეერთება მე-4 სახლში): ცნობიერების „აფეთქება“ შეეხება სახლს, ოჯახს და უძრავ ქონებას. შეგიძლიათ გაიგოთ მნიშვნელოვანი ოჯახური საიდუმლო ან იპოვოთ ხანგრძლივი რემონტის იდეალური გამოსავალი.
ასცენდენტი ქალწულში (შეერთება მე-3 სახლში): მაქსიმალურად მენტალური ტრანზიტი: კონტაქტები, სწავლა, დოკუმენტები, მგზავრობა. ძველი იდეები საბოლოოდ ჩამოყალიბდება მკაფიო გეგმად.
ასცენდენტი სასწორში (შეერთება მე-2 სახლში): ყურადღების ცენტრშია პირადი ფინანსები, რესურსები და თვითშეფასება. მოდის გააზრება, როგორ მოხდეს ძველი უნარების მონეტიზაცია ან ბიუჯეტის ოპტიმიზაცია.
ასცენდენტი სკორპიონში (შეერთება 1-ელ სახლში): შეერთება თქვენს ნიშანში ხდება. ეს არის ძლიერი პირადი გაცნობიერების მომენტი: ვინ ხართ, სდით და როგორ გხედავენ სხვები. ენდეთ თქვენს ინტუიციას.
ასცენდენტი მშვილდოსანში (შეერთება მე-12 სახლში): ტრანზიტი გამოაჩენს თქვენს ქვეცნობიერსა და ფარულ პროცესებს. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები და სულიერი გაწმენდის პერიოდი.
ასცენდენტი თხის რქაში (შეერთება მე-11 სახლში): სიცხადე შევა მომავლის გეგმების, თანამოაზრეებისა და მეგობრების სფეროში. მიიღებთ მნიშვნელოვან წინადადებას ძველი მეგობრისგან.
ასცენდენტი მერწყულში (შეერთება მე-10 სახლში): კარიერა, სტატუსი, მიზნები და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა. მიიღებთ ინსაიტს, თუ როგორ გადაჭრათ რთული სამუშაო ამოცანა ან საით განვითარდეთ პროფესიულად.
ასცენდენტი თევზებში (შეერთება მე-9 სახლში): შეეხება თქვენს მსოფლმხედველობას, უმაღლეს განათლებას, იურიდიულ საქმეებსა და მოგზაურობას. იპოვით პასუხებს რთულ ფილოსოფიურ კითხვებზე.