Digest Logo

„ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება...“ - ბესო ბაციაშვილი 5 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე

1793867571
აღმოსავლური ჰოროსკოპი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2026 წელი.

მთვარის 26-ე დღე (01:00-06:00).

სიმბოლური შესატყვისება: მერწყულის 1-ელი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო: ჭაობი, ბაყაყი.

მოქმედება: ყბედობა.

სახელწოდება: ჭაობი, ბაყაყი. ბაყაყი, ისევე როგორც გველი ჴ არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა, რომელსაც არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის, ვინაიდან მას ელის საკუთარი მიღწევებით ცრუ განდიდების დაუფლება.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში წერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26-ე დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.

მისტიკური ზეგავლენა:

მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.

26-ე დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.

თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.

თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას - ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.

სოციალური ზეგავლენა: ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.

მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.

3.11-ის 12:28-იდან 5.11-ის 18:38 სთ-მდე მთვარე იმყოფება ქალწულის ზოდიაქოში.

დადებითი დღეები ექნება თხის რქის და კუროს ზოდიაქოს ნიშნებს. სუსტად დადებითი დღეები ექნება მორიელის და კირჩხიბის ნიშნებს.

საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება მერწყულის და ვერძის ზოდიაქოს.

ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.

კრიტიკულია ეს დღეები მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 5 ნოემბერი კრიტიკული დღე იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელსაყრელია პაემანი, სწავლის დაწყება, ქორწილი...“ - 5 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

✕