Digest Logo

ნებისმიერი ქმედება თავს შეგახსენებთ და უკან დაგიბრუნდებათ, დაემშვიდობებით ყველაფერს, რაც ყალბია და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ - რას ნიშნავს კარმული წელი

1705599697
კარმა - ეზოთერიკა

2024 წელი პლანეტა სატურნის კარმული წელია. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ წელს ადამიანები ზუსტად იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ. პლანეტა სატურნი კარმის სიმბოლოდ ითვლება და 2024 წელი სწორედ ამით იქნება გამორჩეული. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უახლოეს მომავალში თავს შეგახსენებთ და უკან დაგიბრუნდებათ - კარგიც და ცუდიც.

2024 წელს საკუთარი თავისა და სინდისის ღალატს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. თუკი თქვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს მოკლევადიანი სიამოვნებისთვის გაწირავთ, დიდი ალბათობით შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებით და ჩადენილ საქციელს ინანებთ.

სატურნი, როგორც 2024 წლის მმართველი, ადამიანების ჩამოყალიბებასა და მათი ქცევების შეცვლაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ ამ წელს რადიკალური და გრანდიოზული ცვლილებები დაგეგმოთ, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდოდათ, თქვენი თავის განსხვავებული ვერსია შექმნათ, გარდაქმნათ ფიზიკურადაც და ემოციურადაც.

პლანეტა სატურნი „ვარდისფერი სათვალისაგანაც" გაგათავისუფლებთ. ეს წელი თქვენთვის სიცხადის პერიოდი იქნება, როცა არსებულ და წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, ადამიანებს კიდევ ერთხელ გადახედავთ და მიხვდებით, ვინ იმსახურებს რეალურად თქვენ გვერდით ყოფნას და ვინ - არა. შესაძლოა, ისეთ ადამიანებთან დამშვიდობებამაც კი მოგიწიოთ, რომლებზეც მსგავს რამეს ვერ წარმოიდგენდით. ამის გამო კი იმედგაცრუებას იგრძნობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ირგვლივ ნამდვილი ადამიანები გვყავდეს და რაც უფრო სწრაფად გამოვავლენთ მოჩვენებით მეგობრებსა და ყალბ გულშემატკივრებს, ჩვენი ცხოვრებისათვის უკეთესი იქნება.

სატურნი ამსხვრევს ყველაფერს, რაც ყალბია. ამიტომაც, თუკი ურთიერთობებში რაიმე ბზარი არსებობს, დიდი შანსია, რომ ის სწორედ საბოლოოდ ამ წელს დასრულდეს და გამოცდას ვეღარ გაუძლოს.

ამ წლის განმავლობაში შესაძლოა, აპათიამ, უიმედობამ, სასოწარკვეთამ ბევრჯერ შეგაწუხოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სატურნი ამ გზით ამოწმებს, რამდენად გაუძლებს ადამიანი განსაცდელებს. ამიტომაც, თუკი მარტივად არ დანებდებით და თქვენი ოცნებებისა და მიზნებისათვის ბრძოლას გააგრძელებთ, მისგან მხარდაჭერასა და შესანიშნავს შედეგს მიიღებთ.

2024 წელს სხვადასხვა სიმბოლურ ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ ფულის დაზოგვა და სახლის შეძენა გსურთ და ამ წელს ყულაბაში თუნდაც მცირე თანხას ჩადებთ, შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

გახსოვდეთ, ამ წელს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის. ამიტომაც, გამოხატეთ კეთილგანწყობა, გააზიარეთ ბევრი კეთილი ემოცია, დაეხმარეთ ირგვლივ მყოფებს და შეეშველეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. უკან სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ და წარმატებას მიაღწევთ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გიორგი წიტაიშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვა წყვილმა ჩვილს

„დაინახა თუ არა დაუწყო შევიწროება, ფოტოების გადაღება. ატირებული, შეშინებული და აკანკალებული მოვიდა ბავშვი“ - რა მოხდა ქუთაისში

🎥 „მიყვარს, მშვენებაა“ - ლელა წურწუმიას აქამდე უცნობი კადრები

წყარო: www.beaumonde.ge