Digest Logo

„ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა...“ - ილია თოფურია ძმის ბრძოლაზე

1795337348
ილია თოფურია

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსიკელი მებრძოლის, სანტიაგო ლუნას გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლას სოციალურ ქსელში ეხმაურება ალექსანდრეს ძმა ილია თოფურია, რომელიც ძმის ბრძოლის შესახებ წერს. 

„როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ბევრს აინტერესებდა, რატომ არ იყენებდა კომბინაციებს, რატომ არ ცდილობდა მეტოქის დაგდებას ან რატომ არ ჰქონდა დაცვა სათანადოდ აწყობილი. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვიხილეთ ის ალექსი, რომელსაც ყველა ვიცნობთ.

მიუხედავად ამ მძიმე ტრავმისა და იმისა, რომ იძულებული გახდა, ბრძოლის გეგმა შეეცვალა, მან მაინც შეძლო დაპირისპირების მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე მიყვანა. ეს ფაქტი მის მებრძოლ ხასიათზე ყველაფერს ამბობს.

მეტოქის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს, თუმცა არ შემიძლია არ დავფიქრდე, რა მოხდებოდა, ჩემი ძმა სრულ მზადყოფნაში რომ ყოფილიყო.

ამ სპორტში წლები გავატარე და ერთი რამ ვისწავლე: ადამიანები გაკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, მოიგებ თუ წააგებ. ჩვეულებრივ, ეს საერთოდ არ მადარდებს, მაგრამ როცა საქმე ჩემს ძმას ეხება, ჩუმად ვერ ვიქნები.

მათ, ვინც სხვის მარცხს ზეიმობს, ვურჩევ, საკუთარ ცხოვრებას მიხედონ. თქვენი შური და სიძულვილი თქვენზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენზე ოდესმე იტყვის.

წლების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ, ჩვენით ესარგებლათ. იმის ნაცვლად, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ იმისთვის, რაც მათთვის გაგვიკეთებია, ზოგიერთმა ტყუილების გავრცელება და ზურგს უკან ჩვენზე საუბარი არჩია. თუ ამას კითხულობთ და ფიქრობთ, თქვენზე ვსაუბრობ თუ არა, დიდი ალბათობით, სწორედ თქვენ გგულისხმობთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

ძმაო, წარმოუდგენლად ვამაყობ შენით. ამ წელმა ორივეს გვასწავლა, რომ ყველაზე მომზადებული მეომრებიც მარცხდებიან, თუმცა დამარცხება კაცს არ განსაზღვრავს. მთავარია, როგორ წამოდგები დაცემის შემდეგ.

ჩვენ კი ყოველთვის წამოვდგებით!

2027 წელს ყველაფრისთვის მოვდივართ! ❤️✊“, - წერს ილია თოფურია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიქრები აკონტროლოთ“ - თაკო მელიქიშვილი 22 ნოემბრის ენერგიებზე

⭕ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული“ - რას წერს ლაშა გურული ალექსანდრე თოფურიაზე

⭕საქართველოში დღეს გლოვის დღეა

✕