Digest Logo

„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

1769145055
ვარდისფერი ქვა

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას 23 იანვრის ტენდენციებზე ინფორმაციას უზიარებს: 

„პარასკევი 23.01.2026

დღის ინდიკატორი - წარმატება. საუკეთესო, პოზიტიური დღეა. ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს. ამ დღეებში დაწყებული საქმეების შედეგები მრავლდება, შესაბამისად მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით, დაიწყეთ მკურნალობა, მშენებლობა, გადადით ახალ სახლში.

იმოგზაურეთ! დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს... დღეს ხომ „ზეციური ბედნიერების“ ვარსკვლავია აქტიური, მას ძალუძს სხვა ნეგატიური ვარსკვლავების მოტანილი უარყოფითის გადაფარვა-გამოსწორება!

იაქტიურეთ, იყავით ბედნიერნი.

ცეცხლის სტიქიის მამლის დღეა:

09:00-11:00
11:00-13:00
17:00-19:00

შედარებით რთულია კურდღლის წელს დაბადებულთათვის, მათ ვურჩევ გამოიჩინონ სიფრთხილე…

დღის ენერგიებთან ჰარმონიაში ყოფნისათვის ატარეთ ვარდისფერი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.