17 აგვისტო: დღე, როცა საიდუმლო შეიძლება გამჟღავნდეს.
დღის ენერგიები: 8 • 8 • 7. ეს ძლიერი და მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა მოულოდნელად გაიგოთ ინფორმაცია ან გამოაშკარავდეს სიტუაცია, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდით.
😳 შეიძლება ნათელი მოეფინოს სხვის უთქმელ სიტყვებს, დაფარულ გადაწყვეტილებას ან მცდელობას, რომ რაღაცისგან დაეცავით. ამიტომ, თუ მოულოდნელ ამბავს გაიგებთ, ნუ აჩქარდებით, ნუ შეშინდებით და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.
🧘♀️ დღეს მთავარია, ნეგატიურ ფიქრებს არ აჰყვეთ. ნუ იფიქრებთ: „ყველაფერი დასრულდა“, „ახლა რა გავაკეთო?“ ან „რატომ დამემართა ეს მე?“ მშვიდად შეაფასეთ სიტუაცია და იმოქმედეთ ფაქტებზე დაყრდნობით.
💵 ფინანსური თვალსაზრისით კი ძალიან ძლიერი დღეა. ახალი შესაძლებლობები შეიძლება მოვიდეს საქმის, ახალი გადაწყვეტილებებისა და ადამიანების დახმარებით. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო გაკეთებას გადაანაწილეთ საქმე და დახმარების თხოვნაც არ მოგერიდოთ.
🕊 დღეს განსაკუთრებით კარგია თანამშრომლობა და პარტნიორობა. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, განიხილეთ ის ადამიანთან, რომელსაც ენდობით. ნუ ჩაიკეტებით და ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდებით.
🌍 ეწვიეთ ახალ ადგილს, გაიცანით ადამიანები, იურთიერთეთ და გააფართოეთ თქვენი წრე. სწორედ კომუნიკაციით შეიძლება დღეს ძალიან საჭირო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ იმის, რაც დღეს გამჟღავნდება. ზოგჯერ სიმართლე დასანგრევად კი არა, ახლისთვის ადგილის გასათავისუფლებლად მოდის.
❤️ იყავით ბედნიერები, საყვარელი ადამიანები და ფინანსურად უხვად დაჯილდოებულები!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სტილის დივა ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს რუსა ჩაჩუა
⭕„არ აჰყვეთ პროვოკაციებს...“ - 17-23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ GWP: 18-დან 19 აგვისტომდე თბილისში წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი