Digest Logo

„ნეგატიური, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა, ბევრი ჯადოქარი ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის“ - 21 აგვისტოს ასტროპროგნოზი

1788163185
ბესო ბეციაშვილი

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2026 წელი:

30.08-ის 20.27 სთ-დან 31.08-ის 20:50 სთ-მდე მოქმედებს. მთვარის მე-19 დღე (20:00-24:00).

სიმბოლური შესატყვისება: მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო: -

მოქმედება: დამარცხება.

სახელწოდება: ობობა, ბადე.

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ. ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

მისტიკური ზეგავლენა: შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.

სოციალური ზეგავლენა: -.

სამედიცინო თვალსაზრისით: კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ჴ ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე: არაჩვეულებრივი მაგნეტური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი. ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.

მედიტაცია: ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი. ცეკვა. 30.08-ის 6:39 სთ-დან 1.09-ის 12:02 სთ-მდე მთვარე იმყოფება ვერძის ზოდიაქოში.

დადებითი დღეები ექნება ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებს. სუსტად დადებითი დღეები ექნება მერწყულის და ტყუპების ნიშნებს.

საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს.

თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები მერწყულის ნიშნისთვის.

კრიტიკულია ეს დღეები მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 31 აგვისტო ძლიერ კრიტიკული დღე იქნება. დაკვირვებით გადავიკითხოთ მთვარის მე-19 დღის რეკომენდაციები და დავიცვათ ისინი ამ დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „პირველი წამები... ყველაზე ნანატრი ჩახუტება“ - ნინი კენჭიაშვილი შვილის კადრებს გვიზიარებს

„იოლია ცხოვრებიდან ამოვძირკვოთ ნებისმიერი ადამიანის, მოვლენის, ემოციის არსებობა“ - ალექსანდრა პაიჭაძე

10 რამ უკეთესი ხასიათისა და ცხოვრებისთვის - ლევან შელეგიას რჩევები