Digest Logo

10 რამ უკეთესი ხასიათისა და ცხოვრებისთვის - ლევან შელეგიას რჩევები

1788160155
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი უკეთესი ცხოვრებისთვის 10 საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტს გვიზიარებს:

„1. იმდენჯერ შეგიძლია თავიდან დაიწყო, რამდენიც დაგჭირდება.

2. ყველაზე კარგი დრო რაღაცის დასაწყებად არის დღეს, ყველაზე გვიან ხვალ.

არავითარ შემთხვევაში ორშაბათი ან ახალი თვე თუ ახალი წელი.

3. ტვინი ისე მოგექცევა ასაკში, როგორც შენ მოექცევი მას მანამდე.

4. ტვინი 20 წლამდე არ ვითარდება, არამედ ცხოვრების ბოლო დღემდე. მას ყოველთვის შეუძლია ახლის სწავლა, არასაჭიროს დავიწყება, ახალი სინაფსების შექმნა.

5. ტვინი გიჟდება საკმარის და ხარისხიან ძილზე.

6. ტვინს ძალიან „ევასება“ ბოჭკოთი, უჯრედისით მდიდარი საკვები და მათგან შექმნილი ცხიმმჟავები ბუტირატი, პროპიონატი და სხვა.

7. ტვინს აბოდებს ბუნებაზე, მასში სეირნობაზე, მის სურნელზე და ბიოლოგიურ სიმფონიებზე.

8. ტვინს ჭკუა ეკეტება კარგ ხალხთან ურთიერთობაზე. ეს ფაქტორი სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.

9. ტვინს ძალიან სჭირდება მიზანი, რაღაც ინტრინზულად საინტერესოსკენ ლტოლვა სულ და სულ. ეს თუ არ გაქვთ, იპოვეთ, შეიძინეთ!

ეს ფაქტორიც პირდაპირ ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

10. მოკლედ, შენი ტვინი პრინციპში შენს ხელშია!

ტვინი ცხოვრებაა, ესე იგი შენი ცხოვრება დიდწილად შენს ხელშია ... თავს თუ არ მოიტყუებ!“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

თამარ ხოსროშვილი სექტემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე: შეიძლება გააძლიეროს ბუნდოვანება, არასწორი ინტერპრეტაცია და ილუზიები

🎥 „დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„ზღაპრული კადრებია...“ - მარიამ სანოგო გვირილების მინდორში პოზირებს