Digest Logo

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - „ასეთი შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ გაქვთ და ეცადეთ, ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადოთ“

1793682267
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის  

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის  

მზე 22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადმოვა თქვენს ნიშანში და ყველა, ვინც ამ დროიდან დაიბადება, მშვილდოსანია. სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა, შეამცირეთ აქტიურობა, დაისვენეთ, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, რომ ახალმთვარეობის შემდეგ მშვილდოსანში ან თქვენი დაბადების დღის შემდეგ განახორციელოთ. ახლა კი ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი დღეები, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ.

პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - საინტერესო შეხვედრის, ამბის მიღების დღეა, რაც შეგიცვლით წარმოადგენას, შეხედულებას. შეიძლება გახდეთ სასიამოვო კოლექტივის, ჯგუფის წევრი. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობარი. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და აბა დააკვირდით რა მოხდება, ამ დროისთვის ვენერა უკვე დირექტულ სვლაში იქნება.

ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, ფარულად შეხვდეთ ადამიანს, ან მიიღოთ დოკუმენტი, რომელიც გადასაკეთებელია. შეიძლება მეგობართან გქონდეთ საიდუმლო, გულითადი საუბარი.

9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - ამ დღიდან უნდა შეამციროთ აქტიურობა. მეტი დრო დაუთმეთ წარსულის გაანალიზებას, გადახედეთ განვლილ წელს და ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები. ასევე, კარგი იქნება, დაიწყოთ მიტოვებული, გადადებული საქმეების დასრულება, რათა მზის თქვენს ნიშანში გადმოსვლას და ახალმთვარეობას მშვილდოსანში სუფთა და კუდების გარეშე შეხვდეთ.

11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - წარმატება გელოდებთ უცხოეთში, შეიძლება გაემგზავროთ შორეულ ქვეყანაში, შეიძლება მიიღოთ დიპლომი, სერტიფიკატი, შეიძლება დაიწყოთ პედაგოგობა, შეიძლება გაიმარჯვოთ სასამართლო პროცესში, თუ ასეთი გქონდათ; შეიძლება მიიღოთ ფული უცხოეთიდან, ადრე შესრულებული პროექტიდან. რაღაც გრანდიოზული და სასარგებლო უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.

16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გააქტიურდებით, რომ დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტი, მიაღწიოთ სასურველს. ეს შეიძლება იყოს კავშირში უცხოეთთან, უმაღლესი განათლების მიღებასთან, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან.

18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან და ხვალ კონფლიქტში იქნება მარსთან - ენერგიასაც იგრძნობთ და შეიძლება ცოტა აგრესიულიც კი გახდე, რომ მიაღწიოთ სასურველს. ამასთან, მოერიდეთ, რომ სასურველის მიღწევის დროს სხვები არ დააზარალოთ.

22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადმოვა თქვენს ნიშანში - იგრძნობთ ენერგიის, პოზიტივის მომატებას. თქვენი დრო იწყება, ასეთი შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ გაქვთ და ეცადეთ, ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადოთ. ეცადეთ, დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, მოიცილოთ კუდები, ადამიანებიც, რომლებიც აღარ მოგყვებიან.

24 ნოემბერს, 18:53-ზე სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება ან მოულოდნელად დაასრულოთ ზოგიერთ ადამიანთან (მეგობარი, კოლეგა, პარტნიორი) ურთიერთობა. შეიძლება დაასრულოთ პროექტი, რომელზეც მუშაობდით ან გააუქმოთ კონტრაქტი.

26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწინაურდეთ, მიიღოთ სტატუსი. შეიძლება შეიცვალოთ სტატუსი კარიერით, ძვირფასი მანქანის შეძენით, დაქორწინებით. ამასთან, გაფრთხილდით, რომ რეპუტაცია არ შეილახოთ ჩხუბის გამო.

26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - ფრთხილად იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, გადასახადებისას, რაც წვეულებას, დღესასწაულის მოწყობას ეხება. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას გართობაზე, აზარტულ თამაშებზე.

28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ ან უცხოეთში, ან უცხოელთან ან მგზავრობისას შეიძლება გაიცნოთ სასურველი ადამიანი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ ფული, საჩუქარი უცხოეთიდან.

29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ფრთხილად მგზავრობისას, ელექტრონივთებთან. შეიძლება პარტნიორებთან ერთად დაგეგმოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სახლში, სამსახურში; შეიძლება შეიძინოთ ელექტრომანქანა.

აი, ასეთი შეიძლება იყოს ნოემბერი, თქვენთვის ჩემო ძვირფასო მშვილდოსნებო. მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, დროებით.

✕