Digest Logo

🎥 „ნორმალურ, ჰარმონიულ ცხოვრებაზე დაბრუნების დღეა“ - 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1747808643
ანზორ ოდიშარია

„სამყაროში პოზიტიური დღე გათენდა,  ის დღეა, როცა საკუთარ ემოციებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. სიზმრებს განსაკუთრებული ძალა აქვს, სამყარო გვაძლევს სხვადასხვა მინიშნებებს, რა იქნება სწორი და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

რაც შეეხება, 21 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასე გამოიყურება 👇

ვერძი - მოუსმინეთ ნიშნებს, მოუსმინეთ სიზმრებს, შინაგან ემოციებს და განცდებს, თქვენ ეს დღეს განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ. 

ლომი - ძალა, რაც ყველა მიმართულებით გაქვთ, გაძლევთ განვითარების შესაძლებლობებს. არ შეიძლება გადაღლა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

მშვილდოსანი - პერსპექტიული ენერგიების გამოყენების დროა, გაუკეთეთ საკუთარ თავს მნიშვნელოვანი საჩუქარი, მინიმალურად.

კურო - ძალა გეძლევათ, თქვენი ენერგია გადატვირთოთ. ყურადღება მიაქციეთ მშობლებს, ოჯახის წევრებს, შვილებს, პარტნიორს. თქვენი მხარდაჭერა აუცილებელი იქნება.

ქალწული - აუცილებელია მადლიერება, ამიტომ თქვენი განწყობით, მცირედი საჩუქრით ან სწორი ემოციური დამოკიდებულებით დაანახვოთ ირგვლივ მყოფებს. 

თხის რქა - გჭირდებათ ძალა, რომ საკუთარი თავი სწორ გზაზე დააბრუნოთ, სწორედ ნორმალურ, ჰარმონიულ ცხოვრებაზე დაბრუნების დღეა. 

ტყუპები - გადატვირთვის ძალაა, ამიტომ მნიშვნელოვანია შეკეთება, გასწორება, დასუფთავება, დალაგება, წარსულში გადაუწყვეტელი საკითხები გადაწყვიტეთ. 

სასწორი - დადგა დრო, როცა შინაგანი ენერგია სწორად ფორმირდება. სასიყვარულო ენერგია, ურთიერთობები, კომუნიკაცია, კავშირები უკვე სწორდება. 

მერწყულები - ეცადეთ, დაიცვათ შინაგანი წესრიგი, ბალანსი, ერიდეთ ნეგატიური ენერგიის მიღებას და გაცემას. 

კირჩხიბი - ენერგია ქაოსურია, შინაგანი ენერგია მოითხოვს განახლებას. კარგია ლოცვითი პრაქტიკა, მედიტაცია, გაწმენდის რიტუალები. 

მორიელი - სასიკეთო მოვლენები მოხდება, ეცადეთ ემოციური ურთიერთქმედების დროს აკონტროლოთ ვნება, აზარტი, ინტერესი. 

თევზები - თუ გინდათ კარიერული წინსვლა გქონდეთ, შეიძლება ვიყიდოთ კალამი, პიჯაკი, გარკვეული ნივთები, რაც სამსახურებრივ მოქმედებაში გვჭირდება.  

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ ქრისტინე იმედაძის შვილმა სკოლა დაამთავრა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში