Digest Logo

„ნუ აჩქარდები, რაც ახლა შენში იბადება, შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ ყოველთვის სჭირდება ფესვი“ - 19 აპრილის ასტროფსიქოგენეტიკური მოსაზრება ლამზირა ხაჭაპურიძისგან

1776607371
ლამზირა ხაჭაპურიძე.

ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ტრანსგენერაციული მიმართულების მკვლევარი, გენოსკოპიისა და ასტროფსიქოგენეტიკის პრაქტიკოსი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში 19 აპრილის ასტროფსიქოგენეტიკურ მოსაზრებას გვიზიარებს:

დღევანდელი დღე გვასწავლის ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: ცეცხლით დაწყებული გზა მიწაში უნდა დამაგრდეს..

19 აპრილი უკვე ატარებს გადასვლას ვერძის იმპულსიდან კუროს სტაბილურობისკენ. ახალი მთვარე ვერძში სულ რამდენიმე დღის წინ 17 აპრილს მოხდა, ამიტომ დღევანდელი დღე ჯერ კიდევ ახალი დასაწყისის პულსს ატარებს.

🌞 ეს უკვე ის ეტაპია, როცა მხოლოდ სურვილი აღარ კმარა - საჭიროა ფორმა, რიტმი, სხეულში დამიწება, არჩევანის გამყარება... დ

ღეს მარსი უერთდება სატურნს ვერძში, რაც დღის ენერგიას უფრო მკაცრს, კონცენტრირებულს და პასუხისმგებლიანს ხდის.

ეს არის ფონი, სადაც შინაგანი იმპულსი ეჯახება წესრიგს, დისციპლინას და კითხვას: 🤝ნამდვილად მზად ხარ იმისთვის, რასაც ითხოვ ? 🌞

🟠ასტროფსიქოგენეტიკური ხედვით, ასეთი დღეები ხშირად ააქტიურებს საგვარეულო პროგრამას, რომელიც ასე ჟღერს: „მინდა ახალი ცხოვრება, მაგრამ ძველი შიში ისევ მაკავებს.“ ვერძი გიბიძგებს წინ, კურო გეკითხება — გაქვს თუ არა საყრდენი, ხოლო სატურნი ამოწმებს, რამდენად სერიოზულად უდგები საკუთარ ცვლილებას. ეს უკვე არა მხოლოდ სურვილის, არამედ შინაგანი სიმწიფის გამოცდაა...

🧭🌌 დღევანდელი დღის გზავნილი ასეთია:

🟠 ნუ აჩქარდები

🟠 რაც ახლა შენში იბადება, შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ დიდს ყოველთვის სჭირდება ფესვი

🧭 დღეს კარგი დღეა იმის დასანახად, სად გაჩერებს წინაპრული შიში....

✨ დღევანდელი დღე ამბობს: „იმოქმედე ისე, რომ შეძლო ამის ტარება“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი)

„მისი გავლენა პირველ რიგში კომუნიკაციის სფეროებზე აისახება, ინფორმაციის გავრცელების არხებზე, მედიაზე“ - 26 აპრილს ურანი კუროში გადავა

ნინი შერმადინმა იმიჯი შეიცვალა - „ძალიან მომწონს!“