14 სექტემბერი - საოცარი დღეა!
დღის ენერგიები: 5 • 6 • 2.
დღეს თქვენ გარშემო ბევრი ადამიანი, ურთიერთობა და ახალი ნაცნობობა იქნება. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ყველას თქვენთან საუბარი, თქვენ გვერდით ყოფნა და თქვენი ენერგიით დამუხტვა სურს, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი ფიქრები.
ნუ აიკვიატებთ ცუდ აზრებს, ნუ ჩაიძირებით ნეგატივში და თავს უსიამოვნო ფიქრებით ნუ დაიტანჯავთ. დღე ძალიან მგრძნობიარეა და თქვენი შინაგანი მდგომარეობა დიდ გავლენას მოახდენს მოვლენების განვითარებაზე.
👗 დღეს სახლიდან მოუწესრიგებელი არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ! მაშინაც კი, თუ სამსახურში გაგვიანდებათ ან უბრალოდ სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და თმის სწრაფად შეკვრა გინდათ შეჩერდით და ლამაზი იმიჯი შექმენით.
💄 მისია 6-ს უყვარს სილამაზე, მოვლილობა და საკუთარი თავით ტკბობა. გაიკეთეთ ვარცხნილობა, მსუბუქი მაკიაჟი, ჩაიცვით საყვარელი სამოსი, დაისხით სასიამოვნო სურნელი და სარკეში საკუთარ თავს უთხარით: „რა ლამაზი ვარ!“.
👩❤️💋👨 რეალიზაციაში არსებული 2-ის ენერგია საჭირო შეთანხმებების მიღწევასა და წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. დღეს შეიძლება შეხვდეთ სასარგებლო ადამიანს, მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდეთ ან საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ.
❤️ დიდია ალბათობა, რომ შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. ამიტომ იყავით გახსნილი ურთიერთობებისთვის, მთელი დღე სახლში ნუ გაატარებთ და ადამიანებს თქვენთან დაახლოების საშუალება მიეცით.
✍️ დღეს ძალიან კარგად მუშაობს თვითპროგრამირების პრაქტიკები. აიღეთ კალამი და ფურცელი და დაწერეთ, როგორი ხართ: ბედნიერი, წარმატებული, მდიდარი, რეალიზებული, საყვარელი, სიყვარულითა და სითბოთი განებივრებული. ბიჭებიც აუცილებლად ჩაერთეთ!
🔮 ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და ინტუიციურ მინიშნებებს. გაიხსენეთ, რა დაგესიზმრათ, რა აზრები მოგივიდათ დილით და რას გკარნახობთ შინაგანი ხმა. შესაძლოა, სწორედ აქ იმალებოდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანი.
🚶♀️ აუცილებლად ბევრი იარეთ და კომფორტის ზონიდან გამოდით. შეგიძლიათ უცნობ ადამიანს სთხოვოთ, ყავით გაგიმასპინძლდეთ, ჩანთის ტარებაში დაგეხმაროთ, ტრანსპორტში გზა დაგითმოთ ან ყვავილების თაიგული გაჩუქოთ. თუ უარს მიიღებთ, არაფერია, მადლობა გადაუხადეთ და ღიმილით განაგრძეთ გზა.
🌸 დღეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მიიღოთ ყურადღება, არამედ თავადაც გასცეთ იგი. იყავით ნაზი, გახსნილი, ხშირად გაიღიმეთ, იურთიერთეთ და თქვენს ენერგიას შფოთვასა და ნეგატივში ნუ გაფლანგავთ. გაატარეთ ეს დღე ლამაზად და სიამოვნებით.
დაე, მან მოგიტანოთ სიყვარული, ბედნიერი შეხვედრები, საჭირო ნაცნობობა, ფინანსური შესაძლებლობები და უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ღიმილით დაწყებული წელი: როგორ განსაზღვრავს პირველი დღე მოსწავლის მთელი სასწავლო წლის თავგადასავალს
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის შემოდგომას სერიოზული ფინანსური ზრდა ელის