5 ნოემბრის დღის უმეტესი ნაწილი მთვარე ქალწულის ნიშანში იმოძრავებს. ეს განლაგება აძლიერებს გააზრების, ინფორმაციის გადამოწმების, წესრიგის დამყარებისა და საკითხებში სიღრმისეულად გარკვევის სურვილს. თუმცა, დღის ასტროლოგიური სურათი გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს.
მთვარე 18:40 საათამდე უკურსო იქნება. ამიტომ დღის ამ მონაკვეთში არ არის სასურველი ახალი პროექტების დაწყება, შეთანხმებების გაფორმება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. უმჯობესია, ეს დრო მიმდინარე საქმეების დასრულებას, დოკუმენტების გადამოწმებას, შეცდომების გასწორებასა და ყოველდღიური ვალდებულებების მოწესრიგებას დავუთმოთ.
დღის მეორე ნახევარში თანდათან გააქტიურდება მთვარის ოპოზიცია რეტროგრადულ ნეპტუნთან. ამ ასპექტმა შესაძლოა გააძლიეროს ემოციური მგრძნობელობა და მოვლენების არასწორად აღქმის ტენდენცია.
მოსალოდნელია გაუგებრობები, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ეჭვები და შეთანხმებებში მოულოდნელი ცვლილებები.
განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს მაცდურ შეთავაზებებს, ხმამაღალ დაპირებებსა და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებების მიღებას.
საღამოს ენერგეტიკა მნიშვნელოვნად იცვლება. მთვარე ასრულებს უკურსო სვლას და სასწორის ნიშანში გადავა. ამასთან, ნეპტუნთან დაძაბული ოპოზიცია ჰარმონიული „იალქნის“ კონფიგურაციის ნაწილი გახდება, რომელშიც პლუტონი და რეტროგრადული ურანიც ჩაერთვებიან.
ეს კონფიგურაცია მიანიშნებს, რომ დღის განმავლობაში წარმოქმნილი გაურკვევლობა შესაძლოა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წინაპირობად იქცეს. პლუტონი დაგვეხმარება პრობლემების ფარული მიზეზების დანახვასა და არსში გარკვევაში, ხოლო რეტროგრადულმა ურანმა ტყუპებში შესაძლოა მოულოდნელად გაგვახსენოს ძველი იდეა, მიგვანიშნოს მოულოდნელ გამოსავალზე ან ინფორმაციაზე.
სწორედ ამიტომ, თუ დღის განმავლობაში რაიმე გაუგებრობას, წინააღმდეგობას ან ემოციურ დაძაბულობას წააწყდებით, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. მიეცით მოვლენებს განვითარების დრო, გადაამოწმეთ ფაქტები და შეეცადეთ, სიტუაციას სხვა კუთხითაც შეხედოთ.
მთვარის სასწორში გადასვლასთან ერთად საღამოს წინა პლანზე წამოიწევს ურთიერთობები, პარტნიორობა, თანამშრომლობა, კომპრომისების ძიება და დარღვეული წონასწორობის აღდგენის სურვილი.
„იალქნის“ კონფიგურაცია კი ხელს შეუწყობს ძველი უთიერთობების აღდგენასა და პერსპექტიულ ერთობლივ გეგმებთან დაბრუნებას.
ამიტომ საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელია გულწრფელი საუბრისთვის, შერიგებისთვის, ურთიერთგაგების აღსადგენად და საერთო ინტერესებზე შეთანხმებისთვის.
დღეს მოქმედებს 26-ე მთვარის დღის ენერგია, რომელიც განსაკუთრებულ გაცნობიერებასა და საკუთარ ემოციებზე კონტროლს მოითხოვს. დღის სიმბოლოებია გომბეშო და ჭაობი, რაც ადამიანის ბნელ მხარეს განასახიერებს.
26-ე დღე მთვარის თვის ბოლო რთული დღეა, რომელიც ახდენს ჩვენი ენერგიის შთანთქმას. ამიტომ, რეკომენდებულია ამ დღის პასიურად გატარება, დამღლელი აქტივობების თავიდან აცილება. შესაძლოა გაძლიერდეს გაღიზიანება, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი, კამათისკენ მიდრეკილება და სხვის სიტყვებზე ზედმეტად მძაფრი რეაქცია.
26-ე მთვარის დღის სიმბოლო საკმაოდ ზუსტად ასახავს დღის ენერგეტიკულ თავისებურებას. რაც უფრო მეტად ჩავეფლობით წყენაში, პრეტენზიებში, ეჭვიანობასა და საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლაში, მით უფრო გაგვიჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
დღეს ნეგატიური ენერგიის დაძლევის საუკეთესო გზაა დაპირისპირებაზე უარის თქმა და პასიურობა.
სასურველია თავი აარიდოთ აურზაურს და უქმ ლაპარაკს, რაც ასე ადვილად აცლის ისედაც კლებად ენერგიას.
დღის მთავარი რეკომენდაცია: ნუ დახარჯავთ ენერგიას მასზე, რისი შეცვლაც ამ მომენტში თქვენს ძალებს აღემატება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი გადაწყვეტილებების მართვის უფლებას.
გისურვებთ მშვიდ და სტაბილურ დღეს!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც გათბობის ჩართვამდე უნდა იცოდეთ!