ვის გაუმართლებს ნოემბერში სასიყვარულო კუთხით - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს და ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს რჩევებს უზიარებს.
„ნოემბერი განსაკუთრებული თვეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის - თვე ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ 15 ნოემბრამდე და 15 ნოემბრის შემდეგ. ვენერა მისთვის ყველაზე საყვარელ ნიშანშია - სასწორში.
15 რიცხვამდე შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ძველი სასიყვარულო პარტნიორები. 15 რიცხვის შემდეგ კი ურთიერთობა, რომელიც გაქვთ წინა პლანზე წამოვა ან ახალი ურთიერთობები დაიწყება“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი თვის სასიყვარულო პროგნოზი ასეთია:
♈️ ვერძი
თუ გინდათ კარგი სასიყვარულო ურთიერთობები, პრობლემები გადაწყვიტეთ დიპლომატიურად და მშვიდობიანად. იყავით ელეგანტურები და ურთიერთობები კარგად წავა. თუ დიდხანს ფიქრობდით ქორწინებაზე, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
♉️ კურო
გიჩნდებათ დეტალების მიმართ დიდი ინტერესი, ყველაფერს აქცევთ ყურადღებას ესთეტიკური მხარე მოდის წინ. შესაძლოა დადგეთ სამსახურებრივი რომანის წინაშე.
♊️ ტყუპები
ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, ამ თვეში გაქვთ საოცარი პერიოდი სიყვარულისთვის. შესაძლოა გამოჩნდეს ძველი პარტნიორები და ასევე ზოგიერთმა ტყუპმა დაიწყოს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა.
♋️ კირჩხიბი
სიყვარული სამშობლოში გელით, აქ არის სასიყვარულო ურთიერთობების დრო. თქვენში მატულობს ინტუიცია და სასიყვარულო ურთიერთობებში ხართ ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი, ამიტომ ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით.
♌️ ლომი
რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, იაქტიურეთ და გქონდეთ მეტი კონტაქტი ხალხთან - შეიძლება მეზობელიც კი იყოს ადამიანი, ვინც თქვენი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს, იმოგზაურეთ ასევე დიდი შანსი სწორედ აქ გაიცნოთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი.
♍️ ქალწული
შესაძლოა ბანკში შეხვიდეთ და სწორედ იქ გაიცნოთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი. გაქვთ კარგი პერიოდი სასიყვარულო კუთხით, შარმი და მიზიდულობა თქვენ მხარესაა.
♎️ სასწორი
ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, საუკეთესო დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ყველა შანსია იმისთვის რომ იყოთ არნახულად ბედნიერი.
♏️ მორიელი
თვის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, არ გაქვთ გაჩერების უფლება, იმოძრავეთ ჩუმად თუ ახალი ურთიერთობა დაიწყეთ ჯერ არ გაამხილოთ.
♐️ მშვილდოსანი
საკმაოდ კარგი პერიოდია, უფრო მეორე ნახევარი თვის. შესაძლოა ახალი ნაცნობების წინაშე აღმოჩნდეთ, გიყვართ ტრაბახი და ეცადეთ არაფერი გათქვათ, ენას კბილი დააჭირეთ განსაკუთრებით 15 ნოემბრამდე.
♑️ თხის რქა
საინტერესო პერიოდია, სასიყვარულო ურთიერთობა სიახლეებს ითხოვს. ეცადეთ პარტნიორს მოუწყოთ სიურპრიზები. შარმი და მიზიდულობა მაღალია.
♒️ მერწყული
გაითვალისწინეთ ეს პერიოდი სასიყვარულო კუთხით კარგია, თუმცა 15 რიცხვის შემდეგ. საუკეთესო დროა სასიყვარულო პარტნიორული კუთხით.
♓️ თევზები
შარმი, მიზიდულობა და ინტუიცია ადამიანებს იზიდავს თქვენკენ - ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ თქვენი ურთიერთობის შესახებ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ და ეცადეთ საკუთარი თავი არასტანდარტულად გამოავლინოთ.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც გათბობის ჩართვამდე უნდა იცოდეთ!