სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას 24 თებერვლის ტენდენციებზე ინფორმაციას უზიარებს:
„• სამშაბათი 24.02.2026 დღის ინდიკატორი - ბალანსი!
ზოგადად ეს არის ნეიტრალური ენერგიებით დატვირთული დღე არც კარგი და არც ცუდი, თუმცა დღეს აქტიურია წლიური ბარაქის ვარსკვლავი, ამიტომ თუ ამ დაბნელებების დერეფნის ფარგლებში აუცილებლად გაქვთ გასახსნელი ახალი საქმე, ხელმოსაწერი მნიშვნელოვანი დოკუმენტები და დრო არ იცდის დაბნელებების დერეფნის დახურვამდე, შეგიძლიათ ეს დღე გამოიყენოთ.
მიწის სტიქიის გველის დღეა!
ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ... თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც. სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში!
• ნუ წამოიწყებთ სასამართლო დავებს, ქონებრივ და მემკვიდრეობით თემებზე განსაკუთრებით...
11:00-13:0019:00-21:00
სიფრთხილე გამოიჩინეთ ღორის წელს დაბადებულებმა!
დღის ენერგიების ჰარმონიზაციისთვის კარგია გამოიყენოთ ყვითელი ფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: