Digest Logo

🎥 „ოჯახში ყველა წევრი კვდება, ან ვერ გამოდის ვალებიდან...“ - მარიამ ციმინტია „ფეიკ-ეზოთერიკოსებსა“ და მათ ნასწავლ რიტუალებზე

1771511866
მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი და ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია პოდკასტში „სტუმრად ანასთან“ იმყოფებოდა, სადაც ონლაინ სივრცეში გავრცელებულ რიტუალებსა და მკითხაობებზე ისაუბრა.

ექსტრასენსმა აღნიშნა, რომ ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებები შესაძლოა, სხვა ადამიანების სიკვდილის მიზეზი გახდეს. ხშირად კი მათ, ვინც რიტუალებს ასრულებს, კარმასავით უბრუნდებათ და ცხოვრებაში მძიმე პრობლემების წინაშე დგებიან:

 - ბევრი გაკვეთილები და სეანსებია სოციალურ სივრცეში, როგორ შეაფასებდი ამას?

მარიამ ციმინტია: კატასტროფა ხდება. მაგია ძალიან სახიფათოა, როგორც დენი. არის ჩვენი ნათება, თუმცა შესაძლოა დაგარტყას, თუ არ იცი როგორ მოიქცე. არ უნდა შეხედო ამ ყველაფერს „ლაითად“. ყველას უნდა გააკეთოს თავისი კონტენტი, ჰქონდეს შემოსავალი, პოპულარიზაცია და ეგო.

ძირითადად იმისთვის აკეთებენ, რომ ფული ჰქონდეთ. ხალხს ამ დროს უჭირს. ადამიანები ზოგჯერ ძალიან ნეგატივს ასხივებენ და იმდენად გადააქვთ სხვაზე, შეიძლება ცუდი არ იყოს თუმცა ჭუჭყშია. ადამიანები რომ მოიზიდონ, გუგლში აკრეფილ რიტუალებს სთავაზობენ.

ისეთ რაღაცებს ვხედავ და ვისმენ ზოგჯერ, შოკში ვარ. ქმნიან სექტას. უტრიალებენ ტვინს ადამიანებს. ზოგი მართლა სპეციალისტია, მაგრამ ასწავლის ისეთ ხალხს, რომლებიც ეზოტერიკაში საერთოდ არ არიან და არაფერი გაეგებათ.

ძირითადად მსხვერპლები, გამწარებული ადამიანები არიან, რომელთაც შურისძიება სწყურიათ. ამ პიროვნებებმა არ იციან შედეგი, რომლებმაც ეს გააკეთეს. შეიძლება ამით მოკლას ადამიანი ვისაც უკეთებენ.

მაგიას აქვს ასეთი პრინციპი: თუ კეთილად მოიქცევი ის სიკეთე გიბრუნდება, ნეგატივის შემთხვევაში კი აუცილებლად მოიმკი. ეს ყველაფერი არის დროებით, გროვდება ბაზაში და ერთ მომენტში ამოხეთქავს. შეიძლება ათი წელი გავიდევს. ასეთი ადამიანები კვდებიან, ან ოჯახში ყველა წევრი კვდება, ვერ გამოდის ვალებიდან, იმიტომ რომ ჩაერთო ამ მაგიაში.

მე ზოგადად მარტივ და ნათელ რიტუალებს ვდებ ადამიანებისთვის და არა მძიმეს. ან ვამბობ იმას, რასაც წინასწარ ვხედავ. არ შეიძლება ყველამ გააკეთოს ეს რიტუალები. ისე როგორც არ შეიძლება ყველა ქირურგი იყოს. ეს არის იდუმალი სამყარო.

ამიტომ არ უნდა იყოს ნათელი ყველასთვის. ამას უყურებენ თინეიჯერები, რომელთაც გარდატეხის ასაკი აქვთ. ეს ენერგიები გადადის მთელ ოჯახზე. თუ ბავშვი ამით თამაშს იწყებს, პარაზიტული ენერგიები მის პოტენციალს ჭამს. ხდებიან სუიციდის და ტრაგიკული ცხოვრების მსხვერპლნი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბრუნდებიან ყოფილები, შესაძლებელია მოულოდნელი დაშორება ან კონფლიქტი“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს თაკო მელიქიშვილი

⭕როგორ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 70 წლის იუბილე - რა ფოტოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი

⭕„ჯანმრთელი და წარმატებული მინდა მყავდე, ჩემი ადამიანი ხარ“ - სოფო ბედია უფროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს