17 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ხდება მზის დაბნელება მერწყულის 28°49′-ე გრადუსზე. ასტროლოგების თქმით, ეს არის პერიოდი, რომელიც ყოველთვის ცვლილების პიკსა და ძველი ფორმების ჩამოშლას უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი, მინეროლოგი თამუნა იოსელიანი წერს და გვიხსნის რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში:
„ორი კვირა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ბედი - რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში?
დაბნელების დერეფანი - ეს არის პერიოდი ორ დაბნელებას შორის: მთვარისა და მზის. როგორც წესი, ის გრძელდება დაახლოებით ორი კვირა. მაგალითად, 2026 წელს მზის დაბნელება იქნება 17 თებერვალს, ხოლო მთვარის დაბნელება - 3 მარტს.
თავად დაბნელება არის ასტრონომიული მოვლენა, რომლის დროსაც ერთი ციური სხეული ნაწილობრივ ან სრულად ფარავს მეორისგან მომავალ სინათლეს. ყველაზე ცნობილია მზისა და მთვარის დაბნელებები, თუმცა ეს ფენომენი შეიძლება მოხდეს პლანეტებს, მათ თანამგზავრებსა და ვარსკვლავებს შორისაც.
წლის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, ფიქსირდება ორიდან ოთხამდე დაბნელებათა კორიდორი. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხშირად აღმოჩნდებიან მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, რადგან მთვარის ორბიტა დედამიწის ორბიტასთან დაახლოებით ხუთი გრადუსით არის დახრილი.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, დაბნელებათა კორიდორი მიიჩნევა ემოციურად დაძაბულ და გარდამტეხ პერიოდად. ამ დროს რეკომენდებულია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი, ბედისწერაზე მოქმედი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მსხვილი გარიგებებისგან, ბიზნესის დაწყებისგან, საცხოვრებლის შეცვლისგან, სამსახურის გამოცვლისგან და დაგეგმილი ოპერაციების ჩატარებისგან.
არ არის სასურველი კონფლიქტებში შესვლა, ემოციების გავლენით მოქმედება, ფულის სესხად გაცემა, კრედიტების აღება და იმპულსური შენაძენები, რადგან შედეგები შეიძლება რთულად გამოსასწორებელი იყოს.
რისგან ჯობს თავის არიდება:
ახალი პროექტების დაწყება და ბიზნესის გახსნა;
მნიშვნელოვანი გარიგებების დადება და კონტრაქტების ხელმოწერა;
საცხოვრებლის შეცვლა და სამუშაო ადგილის შეცვლა;
მნიშვნელოვანი სამედიცინო პროცედურების ჩატარება (თუ შესაძლებელია მათი გადადება);
კონფლიქტები და ჩხუბი - ამ პერიოდში ემოციები შეიძლება არაპროპორციულად ძლიერი იყოს;
კრედიტების აღება, სესხება და მსხვილი ხარჯები;
ექსტრემალური სპორტი და რისკიანი მოგზაურობები.
რეკომენდებულია:
დამცავი ამულეტების ტარება;
დამიწების პრაქტიკები (მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა);
ძველი საქმეების დასრულება;
საკუთარი ემოციებისა და განცდების გაანალიზება;
სიმშვიდისა და გააზრებული მოქმედების შენარჩუნება.
ეს პერიოდი ხშირად ემოციურ ქაოსს ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია შინაგანი ბალანსის დაცვა და გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ათენში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „როგორ მენანები, სიტყვები არ მყოფნის!“
⭕„ყველაზე ტკბილი მოლოდინი 🫶“ - ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური ფოტო