პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ნამდვილი ძალა ურთიერთობის გადარჩენისა, ხშირად ჩვენს ხელშია. ნებისმიერი რისხვა სიყვარულით ქრება. თუ მართლა გიყვარს, სწავლობ მეორე ნახევრის მიღებას ისეთის, როგორიც არის - თავისი სისუსტეებითა და შეცდომებით:
„ხუთი სიტყვა, რომელიც სამყაროს აჩერებს:
ხშირად ვამბობთ, რომ ქალი ურთიერთობის ენერგეტიკული ღერძია, მაგრამ ზოგჯერ ჩვენც გვეკარგება ორიენტირი.
რაც უფრო მეტად ვცდილობთ „სამართლიანობის“ დამტკიცებას, უფლებების გარჩევას და ურთიერთობების დალაგებას - ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, მით უფრო მეტად იბზარება ჩვენი შინაგანი ტაძარი.
დაიმახსოვრე: ოჯახი „სასამოართლო" არ არის.
როდესაც მამაკაცი ცდილობს ლოგიკითა და „შიშველი სიმართლით“ დაგვიმტკიცოს თავისი უპირატესობა, ეს გზა არსად მიდის. მაგრამ ჩვენც, ქალებმა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: როდესაც ჩვენს შინაგან „სუპერვულკანს“ ვაღვიძებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დაღლილები ვართ და ყურადღება გვაკლია, ამით საკუთარ სიმშვიდეს ვანადგურებთ.
რა გვჭირდება ჩვენ სინამდვილეში?
ჩვენი გაღიზიანება ხშირად არა ბრაზი, არამედ სიყვარულის შიმშილია. ჩვენ გვჭირდება დასტური იმისა, რომ კვლავაც მნიშვნელოვანნი, სასურველნი და დაფასებულნი ვართ. რომ ჩვენი უხილავი შრომა დანახულია. რომ ჩვენს გვერდით საიმედო მხარი და თანამგზავრია.
თუმცა, ნამდვილი ძალა ურთიერთობის გადარჩენისა, ხშირად ჩვენს ხელშია. ნებისმიერი რისხვა სიყვარულით ქრება. თუ მართლა გიყვარს, სწავლობ მეორე ნახევრის მიღებას ისეთის, როგორიც არის — თავისი სისუსტეებითა და შეცდომებით.
სიყვარული - ერთადერთი გამოსავალია. ამ ცხოვრებაში ყველაფრის გადატანა შეიძლება, თუ არსებობს თუნდაც ერთი მშობლიური სული, ვისთვისაც უსაზღვროდ ძვირფასი ხარ. ვინც არასდროს გიღალატებს. ეს არის ცხოვრების უდიდესი ღირებულება — გყავდეს ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ცოცხლდები, იღიმი და შენი სული მშვიდდება.
ნამდვილი სიმდიდრე სწორედ ეს კავშირებია. უნდა გყავდეს ადამიანი, ვისთანაც იქნები ნამდვილი — სისუსტეშიც და სიძლიერეშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სამყარო უფსკრულში მიექანება.
ნუ ეძებთ „სიმართლეს“ იქ, სადაც სიყვარულია საჭირო.
ნუ დადიხართ თხელ ყინულზე და ნუ არჩევ საქმეებს... ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ ჩაეხუტო და უთხრა ის ხუთი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ყველაზე მძიმე წყენასაც კი შლის:
„მაპატიე, მე მართალი არ ვიყავი“. დიახ, ამ სიტყვების თქმას უდიდესი შინაგანი ძალა, სიბრძნე და თავმდაბლობა სჭირდება, მაგრამ სწორედ აქ იწყება ნამდვილი მაგია. ეს ხუთი სიტყვა ნებისმიერ ვულკანს აჩერებს და გულებს შორის ხიდს კვლავ აღადგენს“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი დუეტი დაგიბრუნდათ😁 ამჯერად აჭარულით“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად გამოჩნდა
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება