
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ამ დღის ენერგია მშვიდი და დადებითია. კარგია ეს დღე სამომავლო გეგმების დასახვისთვის, თუმცა ეცადეთ არ გადადგათ ახალი ნაბიჯები“, -25 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - დღის პირველი ნახევარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად. მეორე ნახევარი კი უმჯობესია მშვიდ გარემოში გაატაროთ.
კურო - კარგი იქნება სამომავლო გეგმებისთვის საფუძვლის ჩაყრა. მარტივად გამოგდით ძველი საქმეების დასრულებაც. გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, აქტიურები და პრაქტიკულები იქნებით.
ტყუპები - შეგიძლიათ ეს დღე ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოთ. საღამოს კარგი იქნება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ.
კირჩხიბი - დილა იდეალურია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. კარგი იქნება ახალი ნაბიჯები გადადგათ, გაახაროთ ადამიანები.
ლომი - მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობები, ეცადეთ გამოიჩინოთ დიპლომატიურობა და წახვიდეთ დათმობაზე.
ქალწული - კარგი იქნება თუ ფოკუსირდებით სამომავლო გეგმებზე. ასევე მარტივად მოახერხებთ ფინანსური საკითხების დაგეგმავს.
სასწორი - წარმატების მომტანი დღეა, მარტივად ახერხებთ სხვებზე შთაბეჭდილებას. გამოიყენეთ ეს დღე იყავით აქტიურები.
მორიელი - დღეს მარტივად მოახერხებთ ნებისმიერი სირთულის საქმისთვის გამოსავლის ნახვას, არ გაფლანგოთ ეს დღე, რადგან ყველაფერი მარტივად გამოგდით.
მშვილდოსანი - დღის პირველი ნახევარი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიურობისთვის, მეორე ნახევარში კი კარგი იქნება, რაღაც ახალი მოინახულოთ. არ არის სასურველი რუტინული საქმით დაკავდეთ.
თხის რქა - კარგი იქნება საკუთარ ნიჭზე და ავტორიტეტზე ზრუნვა, ეცადეთ სწორად გაანაწილოთ ვალდებულებები. ორიენტირდით საკუთარ თავზე და მომავალზე.
მერწყული - დილა უმჯობესია მშვიდად გაატაროთ, მეორე ნახევარი კი კარგი იქნება აქტიურობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ადამიანებთან კომუნიკაციას.
თევზები - დღეს შესაძლოა ზედმეტად ემოციურები იყოთ და მწვავედ რეაგირებდეთ ყველაფერზე. შესაძლოა მოგიწიოთ ფინანსური საკითხების მოგვარება, თუმცა არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება.