ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 18 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ამ დღის ენერგეტიკა დადებითია.
„დღეს არ არის სასურველი აგრესიის გამოვლენა, უმჯობესია დაისვენოთ და დატკბეთ შინაგანი თავისუფლებით“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - წარმატების მისაღწევად აქტიური მოქმედება გჭირდებათ, ამიტომ იაქტიურეთ. მაგრამ დღეს პირად ურთიერთობებში არ ღირს აქტიურობა.
კურო - არ ელოდოთ სხვებისგან შექებას, ეცადეთ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. დღევანდელი დღე კარგია ექსპერიმენტების ჩასატარებლად და მავნე ჩვევებზე უარის თმისთვის.
ტყუპები - დამღლელი და დაძაბული დღეა, ეცადეთ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ.
კირჩხიბი - დღეს მოთმინებაა მნიშვნელოვანი, ეცადეთ არ შეხვიდეთ კონფლიქტში.
ლომი - დღეს შედარებით რთული დღეა, უმჯობესია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და არ ენდოთ სხვის დანაპირებს. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური კუთხით.
ქალწული - ეცადეთ თავი აარიდოთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. შეეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ ვისთან გექნებათ დღეს ურთიერთობა.
სასწორი - ეს დღე წარმატებული იქნება თუ თქვენ გეგმებზე და ჩანაფიქრზე უარს არ იტყვით.
მორიელი - ეს დღე კარგია ურთიერთობებისთვის, ეცადეთ თქვენ ვიზუალს დღეს ყურადღება მიაქციოთ, თუ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.
მშვილდოსანი - ეს დღე იმედგაცრუებას მოგიტანთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. თუ რაიმის გარისკვა გინდათ შეგიძლიათ ნაბიჯი გადადგათ.
თხის რქა - ეს დღე შესაძლოა რთული იყო და მოგიწიოთ გეგმების კორექტირება, კარგია ეს დღე ოჯახს დაუთმოთ.
მერწყული - მზად იყავით რაიმე ახლით დაკავდეთ, რადგან დღეს სიახლეებისთვის კარგი დღეა. ფინანსების კუთხით მეტი სიფრთხილე გმართებთ.
თევზები - ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ჭირვეულები და სხვა ადამიანებისგან არ მოითხოვოთ ბევრი. სიფრთხილე გმართებთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „17 წლიდან ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება...“ - რას ჰყვება თეიმურაზ ჯუღელი?
⭕როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით