ქართველი სპორტსმენი, სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე და ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა:
„17 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წამოვედი და დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლე. არ გამომდის რაიმეს ადვილად შევეშვა. მიყვარს სიკეთის კეთება და მიხარია, როცა ადამიანს ვახარებ.
ფიზკულტურის უნივერსიტეტი იყო საქართველოში, არც ვიცოდი ჩვენს ქვეყანაში თუ სუმო არსებობდა. ვიღაც კაცები შემოვიდნენ და მკითხეს რამდენი წლის ვიყავი. შემდეგ მითხრეს რომ სუმოში მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი ტარდებოდა და თუ შემეძლო წასვლა. რა თქმა უნდა დავთანხმდი. შემომთავაზეს დარჩენა და სუმოს პროფესიონალურად შესწავლა“, - ჰყვება თეიმურაზ ჯუღელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: