ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 20 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„20 თებერვალი დღე 2·5·7. სინაზე ყველაფერს წყვეტს
💞 ვენერას პარასკევი სიყვარული და სურვილების ასრულების დღე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩახუტება, კოცნა და რბილად საუბარი. რასაც ასხივებ — იმასვე იღებ.
🔇 შეიძლება მოგინდეს აფეთქება და საკუთარი სიმართლის დამტკიცება. არ ღირს. არც ერთი ზედმეტი სიტყვა. მინუსში — კონფლიქტი, პლუსში — კოცნა და კითხვა: „რა იგულისხმე?“
🌸 განებივრება აუცილებელია. მამაკაცები ანებივრებენ ქალებს, ჩვენ საკუთარ თავს, დედებს, ბებიებს, შვილებს, დებს. პარასკევი ქალის დღეა: სილამაზე, კომპლიმენტები, რომანტიკული საღამო იდეალური.
📌 სამსახურში ყველაფერი დღესვე გადაწყვიტე. არ გადადო. თუ რამე გაურკვეველია — ადგილზე დააზუსტე. „მოდი დღესვე გავარკვიოთ“ — სწორი პოზიციაა.
⚠️ დღეს შეიძლება, გაჩნდეს წყენის და თავში სცენარების დატრიალების ცდუნება. არ დააგროვო მაშინვე თქვი, მაშინვე გაარკვიე.
პლუსში — კრიზისიდან გამოსვლა, მინუსში — გაწელილი კონფლიქტი. მეტი სინაზე, მეტი მეტი სიყვარული და დღე ძლიერ შედეგს მოგიტანს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: