👑 15 ოქტომბერი დღე, როცა თქვენი სილამაზე და თავდაჯერებულობა წარმატების კარს გაგიღებთ!
დღეს წარმატებისა და ძლიერი რეალიზაციის დღეა! დღის ენერგიებია: 6 • 8 • 5.
ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა იყოთ ლამაზები, დატკბეთ საკუთარი თავით და გულწრფელად იფიქროთ: „მე ვარსკვლავი ვარ! მე მზის სხივი ვარ! მე საკუთარი თავის საუკეთესო რესურსი ვარ!“.
💄 დილა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნით დაიწყეთ. მაშინაც კი, თუ გეჩქარებათ, აუცილებლად ჩაიცვით ლამაზად, მოიწესრიგეთ თმა და მაკიაჟი, ჩაიცვით თქვენი საყვარელი საცვალი და დაისხით საყვარელი სუნამო.
👠 დღეს ყველაფერი უნდა იყოს საოცარი: თქვენი ჩაცმულობა, სამკაულები, გაპრიალებული ფეხსაცმელი და თავდაჯერებული ნაბიჯები. სარკეში უნდა ჩაიხედოთ და გაიფიქროთ: „ღმერთო, რა ლამაზი ვარ!“. დილიდანვე გაიმეორეთ: „მე წარმატებასა და სიუხვეს ვიზიდავ. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდები. საუკეთესოს ღირსი ვარ და ჩემი სურვილები მარტივად სეულდება”.
💼 მე-8 ენერგიის გავლენით დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ.
პასუხისმგებლობაც ბევრი იქნება, მოგინდებათ ყველაფრის გაკონტროლება და საკუთარ თავზე აღება. მაგრამ სწორედ შინაგანი საყრდენი დაგეხმარებათ საქმის შესრულებაში და ენერგიის შენარჩუნებაში.
🍀 ხოლო რეალიზაციაში არსებული ხუთიანი ნამდვილი იღბალია! შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, საჭირო ადამიანს შეხვდეთ ან მოულოდნელად მიიღოთ შესაძლებლობა, რომელიც დიდ შედეგამდე მიგიყვანთ.
🔥 ეს ყველაფერი კი თქვენი თავდაჯერებულობით გაიხსნება. როცა საკუთარ თავს აფასებთ, სარკეში საკუთარი ანარეკლით ტკბებით და იცით თქვენი ფასი, სხვებიც ამ ძლიერ ენერგიას ამჩნევენ.
💎 დღეს შეიძლება სწორედ იმიტომ მიიღოთ სასურველი, რომ საკუთარი თავი აირჩიეთ. ამიტომ სჯობს ცოტათი დაიგვიანოთ, მაგრამ სახლიდან იმ განცდით გახვიდეთ: „მე დედოფალი ვარ! მე მეფე ვარ! დღეს ეს სამყარო ჩემია!“.
🚀 აიმაღლეთ განწყობა და საკუთარ თავს სხვების გამო ნუ დააპატარავებთ. დღეს თქვენი სილამაზე, ენერგეტიკა და თავდაჯერებულობა წარმატებამდე, ფინანსურ შესაძლებლობებამდე და საბედისწერო ნაცნობობამდე მიგიყვანთ.
ასევე დაგაინტერესებთ: