Digest Logo

პლანეტები მე-8 სახლში და ფინანსური კრიზისები: რა ფარული პროგრამა მოაქვს თითოეულ პლანეტას - ნინო ალბორიშვილის ანალიზი

1794932220
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ნატალურ რუკაში მე-8 სახლის მნიშვნელობასა და იქ განთავსებული პლანეტების გავლენაზე საუბრობს.

როგორც პოსტშია აღნიშნული, მე-8 სახლი კრიზისების, რისკისა და ტრანსფორმაციის სივრცეა, სადაც თითოეული პლანეტა ფინანსური ზრდის, დანაკარგებისა და პიროვნული განვითარების უნიკალურ გზას განსაზღვრავს.

პლანეტები მე-8 სახლში და ფული: რა სახის ტრანსფორმაცია მოაქვთ მათ?

მე-8 სახლი - ეს არის ფული - კრიზისის, გაცვლის, რისკის და სიღრმის გავლით. ხოლო თუ ნატალურ რუკაში, პლანეტები მე-8 სახლში იმყოფებიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოხვედით ტრანსფორმაციის მზა პროგრამით. ნახეთ, როგორით:

📌 მზე მე-8 სახლში: ტრანსფორმაცია პიროვნული ძალაუფლების და დანაკარგების გავლით. თქვენ სწავლობთ იყოთ ძლიერი მაშინაც კი, როდესაც საყრდენები ინგრევა. ფინანსებს იღებთ მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებთ სხვის რესურსებზე.

📌 მთვარე მე-8 სახლში: ფინანსები -ემოციური მდგომარეობების ცვლილების გავლით. ფინანსური ზრდა ხდება არასტაბილურობის ნორმად მიღების გზით. თქვენი ნიჭია იგრძნოთ ფულის ენერგია.

📌 მერკური მე-8 სახლში: მოლაპარაკებების, კონტრაქტების და გათვლების გავლით. ტრანსფორმაცია ხდება აზროვნებაში. შეწყვიტეთ მეწვრილმანობა. ფულს უყვარს თქვენი მოქნილობა და მოლაპარაკების პროცესში მერკური-ვენერას როლის (დიპლომატიის) სწორად გამოყენების უნარი.

📌 ვენერა მე-8 სახლში: ფინანსები პარტნიორებისგან, ქალებისგან, ხელოვნებიდან. თქვენი კრიზისი ვლინდება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს არ აფასებთ. ფული მოდის დახმარების და ფუფუნების დანაშაულის გრძნობის გარეშე მიღების გზით.

📌 მარსი მე-8 სახლში: ფინანსები მკვეთრი მოქმედებების, რისკების და კონფლიქტების გავლით. აქ ფულს უყვარს თქვენი სიმამაცე და გაბედულება. თუმცა, ისწავლეთ ხიდების არდაწვა.

ტრანსფორმაცია ხდება ბრაზის და იმპულსების კონტროლის მეშვეობით.

📌 იუპიტერი მე-8 სახლში: გაფართოება ვალების ან პარტნიორობის გავლით. თქვენ შეგიძლიათ გაიზარდოთ სხვისი ფულით (კრედიტები, ინვესტიციები). მთავარია - საპასუხო პატიოსნება და ხელგაშლილობა.

📌 სატურნი მე-8 სახლში: ფინანსები ვალების, ვალდებულებების და მკაცრი შეზღუდვების გავლით. ყველაზე ნელი, მაგრამ საფუძვლიანი და კაპიტალური ზრდა. თქვენ სწავლობთ მოთმინებას და დისციპლინას სხვის ფულთან მიმართებაში.

📌 აღმავალი კვანძი მე-8 სახლში: ილუზიების, დიდი და უცნაური ფულის გავლით. თაღლითობის რისკი მაღალია. ტრანსფორმაცია ხდება მაშინ, როდესაც წყვეტთ საკუთარი თავის და სხვების მოტყუებას.

📌 დაღმავალი კვანძი მე-8 სახლში: დანაკარგების და განთავისუფლების გავლით. ფული შემოდის მოულოდნელად და მიდის მოულოდნელად, სანამ არ გაათავისუფლებთ მის მიმართ არსებულ მიჯაჭვულობას.

📌 ურანი მე-8 სახლში: ტრანსფორმაცია მოულოდნელი ცვლილებების, ფინანსური თავისუფლების და არასტანდარტული გამოცდილების გავლით. ფინანსურ სფეროში შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლები და დანაკარგები, განსაკუთრებით საერთო ფინანსებთან, ინვესტიციებთან და პარტნიორულ რესურსებთან დაკავშირებით. მთავარი გაკვეთილია, ისწავლოთ ცვლილებებთან ადაპტაცია და არ გახდეთ ფინანსურ სტაბილურობაზე ზედმეტად დამოკიდებული. ტრანსფორმაცია ხდება ძველი მიჯაჭვულობების და კონტროლის მოთხოვნილებისგან გათავისუფლებით.

📌 ნეპტუნი მე-8 სახლში: ტრანსფორმაცია ნდობის, ილუზიების, მსხვერპლის და საზღვრების თემების გავლით. საერთო ფინანსებში შეიძლება არსებობდეს გაურკვევლობა, არასწორი გათვლები ან სხვისი ფინანსური მდგომარეობის არასწორად შეფასება. მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა და შეთანხმებების მკაფიოდ განსაზღვრა. შინაგანი ტრანსფორმაცია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სწავლობს თანაგრძნობას, საკუთარი საზღვრების დაკარგვის გარეშე და არჩევს რეალობას ილუზიისგან.

📌 პლუტონი მე-8 სახლში: ღრმა და რადიკალური ტრანსფორმაცია ძალაუფლების, კონტროლის, დანაკარგების და კრიზისების გავლით. ადამიანს უწევს საკუთარ შიშებთან, მიჯაჭვულობებთან და ფსიქოლოგიურ სიღრმეებთან შეჯახება. ფინანსურ სფეროში შესაძლებელია მნიშვნელოვანი რესურსების მართვის, ინვესტიციების და საერთო კაპიტალის თემების გააქტიურება.

მთავარი გაკვეთილია ძალაუფლების ჯანსაღად გამოყენება, კონტროლის მოთხოვნილების გაცნობიერება და ძველი ფსიქოლოგიური მდგომარეობების გარდაქმნა. შენიშვნა: უმაღლესი პლანეტების შემთხვევაში მათი გამოვლინება უფრო ფართო თაობით და კოლექტიური ხასიათისაა, ამიტომ ინდივიდუალური ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია ასპექტების და რუკის სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებაც“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არავისთან არ მისაუბრია...“ - ილია სულამანიძე პირადზე, ოჯახსა და კარიერაზე გადაცემაში „ნოესთან“

⭕ კალათბურთი| საბერძნეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

⭕ რატომ მოქმედებს მაგია კარგ ადამიანებზე და რა ქმნის ჩვენს ენერგეტიკულ სისუსტეს - რას წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა

✕