Digest Logo

🎥 „არავისთან არ მისაუბრია...“ - ილია სულამანიძე პირადზე, ოჯახსა და კარიერაზე გადაცემაში „ნოესთან“

1794928680
ილია სულამანიძე

ქართველი სპორტსმენი და ძიუდოისტი ილია სულამანიძე კვირას, 22 ნოემბერს, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იქნება, სადაც პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, სირთულეებსა და ოჯახზე ისაუბრებს.

გადაცემა პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე იქნება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება სპორტსმენის ცხოვრებაზე მეტი დეტალი შეიტყოს:

„უდიდესი ადამიანია, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რასაც სპორტსმენები წააწყდებიან ხოლმე თავისი კარიერის მანძილზე. ამაზე ფაქტობრივად არასდროს მინერვიულია.

არავისთან არ მისაუბრია, ბოდიში და ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცებს ვიტყვი.

ყველა ვინც მიცნობს, თუნდაც შენი, ნოე სულაბერიძის ერთი ზარი, ერთი სიტყვა, ერთი მოლოცვა, ისეთივე რაღაცას ნიშნავს, რასაც დედაჩემის ერთი გამოცილება სახლიდან“, - აღნიშნა ილია სულამანიძემ.

ცნობისთვის, ილია სულამანიძემ და თაკო მეგრელიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში იქორწინეს. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ილიამ თაკოს ხელი 2025 წლის აგვისტოში, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო.

წვეულება კი, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, „ვილა  მოსავალში” გაიმართა. წყვილის ქორწილში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ილია თოფურიაც იმყოფებოდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ კალათბურთი| საბერძნეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

⭕ რატომ მოქმედებს მაგია კარგ ადამიანებზე და რა ქმნის ჩვენს ენერგეტიკულ სისუსტეს - რას წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა

⭕ 5 მთავარი სინანული სიცოცხლის ბოლოს და ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ემოციური გაფრთხილება - რა უნდა შევცვალოთ, სანამ დროა?

✕