Digest Logo

პლუტონი მერწყულში: ფულის ახალი ეპოქა - „იცვლება ისიც, ვის ხელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ძალაუფლება“

1787583125
ასტროლოგია

💰 რატომ ვუკავშირებთ საერთოდ პლუტონს დიდ ფულს? ამის გასაგებად ასტროლოგიის ერთ მნიშვნელოვან სიმბოლურ სისტემას უნდა შევხედოთ...

♏️ მორიელი და VIII სახლი ტრადიციულ ასტროლოგიურ ანალოგიაში მორიელის თემატიკა უკავშირდება VIII სახლს - სივრცეს, სადაც საქმე აღარ ეხება მხოლოდ „ჩემს ფულს“...

II სახლი გვეუბნება: რა მაქვს მე? რა არის ჩემი რესურსი?

კურო ♉️ VIII სახლი კი სვამს კითხვას: რა ხდება საერთო და სხვის რესურსებთან, ვალთან, ინვესტიციასთან, მემკვიდრეობასთან და ფინანსურ ძალაუფლებასთან?

მორიელი ♏️ მოგეხსენებათ კურო და მორიელი ოპოზიციური ნიშნებია, ამიტომ VIII სახლის თემებში გვხვდება:

💰 დიდი და გაერთიანებული კაპიტალი

🏦 სხვისი ფული და ფინანსური ვალდებულებები

📈 ინვესტიციები

🧾 ვალი და კრედიტი

🤝 საერთო ქონება და რესურსები

🧬 მემკვიდრეობა

⚠️ კრიზისი, დანაკარგი და გადანაწილება

🔥 სიკვდილი–აღორძინების სიმბოლური პროცესი და თანამედროვე ასტროლოგიაში მორიელის მმართველად პლუტონი განიხილება.

სწორედ ამიტომ პლუტონი მხოლოდ „ტრანსფორმაციის პლანეტა“ არ არის. ის სიმბოლურად გვაჩვენებს: სად არის კონცენტრირებული დიდი ძალა, ვინ ფლობს რესურსს და როგორ ხდება ამ ძალაუფლების დაშლა, გადანაწილება და ხელახლა შექმნა. ახლა კი ეს პლუტონური ძალა მერწყულის სივრცეშია.

♒️ აი, აქ იწყება ახალი ისტორია. დიდი ფული აღარ არის მხოლოდ მიწა, ქარხანა, უძრავი ქონება ან ბანკში დაგროვილი კაპიტალი.

მერწყული ამ პლუტონურ რესურსს უკავშირებს:

🤖 ხელოვნურ ინტელექტს

💻 ტექნოლოგიურ პლატფორმებს

🌐 გლობალურ ქსელებს

📊 მონაცემებს

🧠 ცოდნასა და ინტელექტუალურ პროდუქტს

👥 დიდ ონლაინ-საზოგადოებებს

⚡ ინოვაციასა და ახალ ეკონომიკურ მოდელებს.

ამიტომ მე ამას ასე ვიტყოდი: პლუტონმა თავისი მორიელური ბუნება არ დაკარგა, შეიცვალა სივრცე, სადაც ეს ძალა მოქმედებს. დიდი ფულის, კონტროლისა და რესურსისთვის ბრძოლა თანდათან მერწყულის ტერიტორიაზე გადადის. ვინ ფლობს მონაცემებს? ვინ მართავს ალგორითმს? ვის ეკუთვნის პლატფორმა? ვის ხელშია ადამიანების ყურადღება? ვინ შეძლებს ცოდნის მასშტაბურებას მილიონობით ადამიანამდე? აი, ეს არის ახალი დროის VIII სახლის მსგავსი კითხვა.

ძველ სამყაროში შეიძლებოდა გეთქვა: „მაჩვენე, რას ფლობ“. ახალი სამყარო უფრო ხშირად გკითხავს: „მაჩვენე, რა იცი, რას ქმნი, ვის აერთიანებ და რამდენად შეგიძლია შენი ცოდნის მასშტაბირება“.

♏️ პლუტონი თავისი ბუნებით ისევ მორიელია, დიდი რესურსი, კრიზისი, ძალაუფლება და გარდაქმნა, მაგრამ ახლა ის მერწყულშია — ტექნოლოგიაში, ქსელში, კოლექტიურ ინტელექტსა და მომავალში. ამიტომ ფული არ ქრება.

იცვლება ფულის არქიტექტურა. იცვლება ისიც, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ძალაუფლება და სწორედ ამიტომ მომდევნო ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კაპიტალი შეიძლება გახდეს: ცოდნა + ტექნოლოგია + ქსელი + ნდობა.

♉ II სახლი — კურო: „ეს ჩემია.“ აქ არის პირადი შემოსავალი, ქონება, მატერიალური უსაფრთხოება და საკუთარი ღირებულება.

♏ VIII სახლი — მორიელი: „ეს საერთოა — და ვის ხელშია კონტროლი?“ აქ უკვე ჩნდება საერთო კაპიტალი, ბანკები/კრედიტი როგორც თემატიკა, ინვესტიციები, ვალი, მემკვიდრეობა, ფინანსური დამოკიდებულება და კრიზისის შედეგად რესურსის გადანაწილება....

♒ XI სახლი — მერწყული: „როგორ ერთიანდება ადამიანი ქსელში?“ ტექნოლოგია, საზოგადოებები, კოლექტიური სისტემები და მომავლის მოდელები, ამიტომ პლუტონი მერწყულში შეგვიძლია სიმბოლურად წავიკითხოთ როგორც მორიელური/პლუტონური ძალაუფლებისა და საერთო რესურსების თემების გადასვლა მერწყულის, ქსელების, ტექნოლოგიისა და კოლექტიური სისტემების სივრცეში...

დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ მუშაობდა ან მუშაობს საკუთარ თავზე ფსიქოლიგიურად ... ახალი ეპოქა ვერ მოერგება ძველ აზროვნებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რას განსაზღვრავს შარდის ფერი და როგორ ამოვიცნოთ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? - უროლოგის განმარტება

რატომ ახალგაზრდავდება მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში?