Digest Logo

„პროცესი მართლაც ჰგავს დეპრესიას, მაგრამ სინამდვილეში არის უდიდესი პროცესის ნაწილი, რაც ახლა დედამიწაზე ხდება...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

1765516845
თეო ხაბულიანი

პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს ხსნის, რის გამოც შესაძლოა ზოგს დეპრესია, ემოციური გადაღლა, სტრესი, სხეულის და გულის, თავის ტკივილი გაწუხებდეთ. 

თეო ხაბულიანი წერს, რომ ადამიანები უფრო ემოციურები გახდნენ, ურთიერთობები უფრო სერიოზულად ჩამოინგრა, ყველასთან რაღაც მოულოდნელი ხდება ცხოვრებაში, ეს არის მასობრივი გასუფთავება:

„დღეს ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ დეპრესიაშია, მაგრამ სიმართლის გაგების დროა, მეგობრებო ეს არ არის კლინიკური დეპრესია. ის, რასაც გრძნობთ „არაფრის თავი მაქვს, აღარაფერი მიხარია, თითქოს ვქრები“, არის წმენდა.

თქვენი ძველი იდენტობები ინგრევა, ფსიქიკა და სხეული კი სასწრაფოდ ცდილობს გადავიდეს ახალ ვიბრაციულ სიხშირეზე. ეს პროცესი მართლაც ჰგავს დეპრესიას, მაგრამ სინამდვილეში არის უდიდესი პროცესის ნაწილი, რაც ახლა დედამიწაზე ხდება.

ამიტომ დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების, არჩევანის ურთიერთობების და მიზნების გადაფასება. ის, რაც აღარ ემთხვევა ნამდვილ „მე“-ს, იშლება. აქედან მოდის რყევა, სიცარიელე და თქვენ გგონიათ, რომ „ცუდად ხართ“. სინამდვილეში ეს ღვთიური ნების აღსრულებაა.

ემოციური დაღლილობა, სიმძიმე, მოწყენილობა ეს არის ძველი პროგრამების დაშლის სიმპტომი, ამიტომ ხართ ენერგიისგან დაცლილი. ზედმეტი ფიქრი და შფოთვა, ანუ გონება ცდილობს მოეჭიდოს იმ იდენტობებს, რომლებიც უკვე აღარ არსებობს. ეს არის კომფორტის ზონის ნგრევა და არა დაავადება. გეჩვენებათ, რომ იცვლებით, რადგან ნამდვილად იცვლებით. ზოგს უძლიერდება უძილობა, ზოგს მოულოდნელი ცრემლები და აფეთქებები ეს არის წლების განმავლობაში ჩახშობილი გრძნობების ამოტივტივება. დაუმთავრებელი ემოციები და წლების ტკივილი ამოდის ზედაპირზე, რომ განთავისუფლდეს.

სხეულში არის გულმკერდის სიმძიმე, გულის ჩაკრის გახსნა და ემოციის გათავისუფლება. ბეჭისა და წელის ტკივილი ძველი ტვირთების, მემკვიდრეობითი შაბლონების გათავისუფლება ანუ წინაპრების კარმების წმენდა. თავში ბურუსია, რადგან მენტალური შაბლონების შეცვლა ხდება, ძველი აზროვნების ციკლების რეორგანიზაცია.

ზოგს ფეხები სტკივა, რადგან დროის ხაზების სწრაფი შეცვლა ხდება ამ მომენტში. ზოგს ყურის წუილი აქვს ეს არის ვიბრაციის აწევა, ენერგეტიკული განახლება. ხდება მწუხარების ენერგიის გამოტანა სხეულიდან.

ეს ყველაფერი არის ენერგეტიკული განახლების ნიშნები და არა პათოლოგიები. თქვენი სხეული აკეთებს იმ სამუშაოს, რისი გაბედვაც თქვენს გონებას არ უნდოდა. ამიტომ ნუ გეშინიათ სიმპტომების, რომელსაც ახლა გრძნობთ.

ჯერ მოდის ძლიერი სიმპტომები, ძლიერდება და შემდეგ ნელდება და მოსდევს სიმსუბუქის ფაზა. ნაწილი გრძნობთ შინაგან სინათლის და ინტუიციის გაძლიერებას მიუხედავად ქაოსისა. ახლა იხსნება ძველი ველები, ნელ-ნელა იშლება ფარული შიშები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდა ქცევებს.

თქვენ არ ინგრევით იწმინდებით. თქვენ არ ხართ ცუდად. თქვენ იცვლებით. თქვენ იშლებით, რომ აღდგეთ ...
ღმერთი გვაძლევს ყველას შანსს, რომ სულებმა შეძლონ განახლება, რადგან კაცობრიობა უკვე დაღუპვისკენ მიექანებოდა.

დედამიწის საერთო ვიბრაცია თანდათან იმატებს. როცა პლანეტარული ენერგია იზრდება, ადამიანები, ვისაც შიგნით მძიმე, ჩახშობილი, დაუმუშავებელი ემოციები აქვთ, ამას სხეული და ფსიქიკა უფრო მძაფრად გრძნობს.

მაღალი ვიბრაცია წვავს ძველ, დაბალ პროგრამებს - ამიტომ იშლება შიში, ტკივილი, სტრესული მოგონებები
კარმული წრეები, არასასარგებლო ურთიერთობები, ფიქრები, რომლებიც არ არის შენი და რომელიც შენი ქვეცნობიერი ტრავმების და პროგრამების შედეგია.

ამ ყველაფერს ადამიანი ტანჯვად აღიქვამს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის განთავისუფლება.

ის, რაც კაცობრიობამ ათწლეულების განმავლობაში დააგროვა საჭიროებდა ძლიერ წმენდას ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, ამიტომ დაეშვა ღვთის მადლით შანსი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გაიღვიძოს.

მთელი გულით მიყვარხართ და მინდა ამ პროცესებში იცოდეთ რაც უნდა გააკეთოთ, უნდა განთავისუფლდეთ ძველი შიშების ტკივილების ტრავმებისგან, უნდა დაიწყოთ გაცნობიერება, თქვენს სულთან სიახლოვე, მიზეზების დანახვა რა რატომ ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, წარსულიდან გამოსვლა და გარდაქმნა. ფსიქიკის აღდგენა და გამოთავისუფლება, წყენების გაშვება და საკუთარ თავზე მუშაობა.

ახლა უფრო მკვეთრად ჩანს სისასტიკე, ადამიანები უფრო ემოციურები გახდნენ, ურთიერთობები უფრო სერიოზულად ჩამოინგრა, ყველასთან რაღაც მოულოდნელი ხდება ცხოვრებაში, ეს არის მასობრივი გასუფთავება.

ინტუიცია ძლიერდება, სხეულის ენერგეტიკა იცვლება, ადამიანები იწყებენ დანახვას, რომ მხოლოდ მატერიალური სამყარო არ არსებობს. გაღვიძება ყოველთვის იწყება წმენდით, ანუ „განადგურების ფაზით“. პირველ რიგში ინგრევა ძველი ის, რაც ჩვენს სულს არ ემსახურება.

სამყაროს ენერგია ისე დაჩქარდა, რომ ადამიანების კარმული გაკვეთილებიც დაჩქარდა. რაც ადრე 5-10 წელიწადში ხდებოდა, ახლა კვირებში ან თვეებში ხდება. ამიტომ ყველა გრძნობს თითქოს „დრო სწრაფად მიდის“, მოვლენები ერთდროულად ცვივა ყველას თავზე. ძველი კოლექტიური ცნობიერება ინგრევა, შიშზე აგებული სისტემები

კონტროლის მექანიზმები, მატრიცული პროგრამები, ცრუ მიზნები, ხალხი აღარ ეგუება სიცრუეს, დაიწყეს სიმართლის დანახვა.

ახლა ვართ ქაოსისა და განწმენდის ფაზაში. გაუღეთ გული ღმერთს, მიენდეთ... ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, უსმინეთ თქვენს სულს.

ეს არის წმენდა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულები ელოდა და გამოღვიძება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ორი გზაა, ან გაიყინო იმაში რაშიც ხარ, ან დაიწყო გარდაქმნა. ვინც გარდაქმნის ძველს ის პოვებს შვებას...
გაუშვი ყველაფერი, რაც შენს სულს ამძიმებს ეს შენი შანსია, რომ სულთან დაბრუნდე.

ადამიანები მწუხარებამ ისე მოიცვა ბოლო ასწლეულებში, რომ მათ მთავარი დაავიწყდათ ღმერთი და მათი სული, ახლა კი დროა დავუბრუნდეთ ჩვენს სულებს“, - წერს თეო ხაბულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

12 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „კონკიას ზღაპრის გმირი ხარ“ - თამო ვაშალომიძემ ნიუ-იორკს ვერტმფრენით გადაუფრინა

⭕„ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ აკონტროლეთ სიტყვები და ქცევა, რომ უსიამოვნებები აირიდოთ“ - 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი