ასტროლოგი და ეზოტერიკოსი სოფია ბზეკალავა სტუმრად ჟურნალ OK Magazine- ის პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც კარმულ ურთიერთობებსა და საგვარეულო ხაზში ქალის როლზე ისაუბრა.
როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, ქალის როლი კაცის ცხოვრებაში დიდია, შესაბამისად მისი განწყობა და ბედნიერება შესაძლოა, მომავალი თაობების ცხოვრების განმსაზღვრელიც გახდეს:
„ქალი არის ყველაფრის რესურსი საგვარეულო სისტემაში. ძალიან ბევრმა კაცმა არ იცის ეს, ვინც არ არის ჩახედული ეზოტერიკაში. მნიშვნელოვანია მისი ენერგეტიკა, რამდენად მშვიდად არის იგი თქვენ გვერდით და დაცულად გრძნობს თავს, ამაზე თქვენი მატერიალური განვითარებაც არის დამოკიდებული. ვისაც ფინანსური პრობლემა აქვს და ვერასდროს ვერ პოულობენ სამსახურს, 99%-ს აქვს საგვარეულო სისტემაში ქალთმოძულეობის ფაქტორი.
იცოდეთ, რომ ქალი ყველაფრის რესურსია. ქალზე არის დამოკიდებული არა მხოლოდ წარმატება, არამედ საგვარეულო სისტემაში, ცხრა თაობის მომავალი. თუ საგვარეულო სისტემაში ქალი არის გამწარებული და უარყოფილი, თაობებზე გადადის ეს. ძალიან ბევრი კაცი იმასაც ვერ ხვდება, რატომ არ უყვარს ქალი. რატომ არ სცემს მას პატივს. თუ კაცი ქალს პატივს სცემს მარტო მეუღლეს ან პარტნიორს არა, ზოგადად ოჯახის წევრებს, დედას და ა.შ. მისი მატერიალური მდგომარეობა იქნება საკმარისი და მეტიც.
ევა ადამის მთავარი ნაწილი, ხერხემალი იყო. უხერხემლოდ ადამიანი ფეხზე ვერ დგას.
ქალის აგრესია ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენ საგვარეულო სისტემაში ხერხემალი გაქვთ გამოცლილი“, - აღნიშნა სოფია ბზეკალავამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕სასიყვარულო რიტუალი — ურთიერთობის გასაძლიერებლად ან ახალი სიყვარულის მოსაზიდად
⭕ხვეული თუ სწორი თმა - სალომე ღვინიაშვილის განსხვავებული იმიჯი