Digest Logo

🎥 ქორწინება, ფული და მოგზაურობა: რომელ ნიშანში გადადის მფარველი ანგელოზი 7 თვით და რას ითხოვს „სელენა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან, მიხეილ ცაგარელის რჩევები! 

1792160859
მიხეილ ცაგარელი

„სელენა ანუ თეთრი მთვარე, მფარველი ანგელოზი, ასეც უწოდებენ მას, 7 თვეში ერთხელ იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გვაძლევს სხვადასხვა დავალებას იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საკუთარი მფარველი ანგელოზი და ჩვენკენ ნათელი ენერგიები მოვიხმოთ. 

სელენა ახლა გადასულია სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, მაისიდან კი გადავა მორიელი ზოდიაქოს ნიშანში - ახლა კი სასწორების დროა“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტოლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „შუა დღე“ საუბრობს.

როგორც ასტროლოგი გვირჩევს ამ პერიოდში პრობლემები დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ და არა ჩხუბით ან გესლიანი საუბრით.

„სელენა სასწორში ხელს უწყობს ქორწინებას, ერთობლივ სასიყვარულო ან ბიზნესს საქმიანობას, პარტნიორული თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო 7-თვიანი პერიოდი დაიწყო“, - ამბობს ასტროლოგი. 

რას ითხოვს სელენა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან: 

ვერძი

საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, ასევე ბიზნესს და საქმიან სფეროში გაქვთ წარმატების შანსი.

კურო

სელენა გეხმარებათ გამოჯანმრთელებაში, თუ თქვენ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა ახლა კარგი დროა დაუთმოთ დრო ჯანმრთელობას, ასევე თუ გქონდათ არეული აზრები, ცხოვრება და სიტუაცია გაქვთ ამის დალაგების საშუალება. 

ტყუპები 

სიყვარულის დრო მოდის - ეცადეთ გქონდეთ კარგი ურთიერთობა შვილებთან. გაქვთ საშუალება კონკურსებში და ლატარიებში მიიღოთ მონაწილეობა, წარმატება თქვენ მხარესაა.

კირჩხიბი

რაც თქვენ გიყვართ სწორედ იმის დროა - ოჯახი და ნათესაური ურთიერთობების. თუ დიდი ხანი გინდოდათ სოფელში წასვლა, წადით აუცილებლად, ახლა იგრძნობთ ერთიან სულისკვეთებას. 

ლომი 

დასვენება გიყვართ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. იაქტიურეთ, იმოგზაურეთ, წიგნები წაიკითხეთ და მიიღეთ ახალი ინფორმაციები.

ქალწული

ფულის დროა, ელოდებოდით ვალს, ან ძველ საქმიდან ელოდით ფულს - სწორედ ამ ფულს მიიღებთ. იყავით ყურადღებით, არ იჩქაროთ ინვესტიცია.

სასწორი

ახლა თქვენი დრო, იყავით პირველები და გახდით ლიდერები. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

მორიელი

ენას კბილი დააჭირეთ, შეინახეთ საიდუმლოები. დაინტერესდებით ფსიქოლოგიური საკითხით, კარგი დროა მგზავრობა მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი 

რეფორმების დროა, თუ თქვენ ცხოვრებაში სიახლეები გინდოდათ ახლა ამის დროა. იმოქმედეთ არასტანდარტულად.

თხის რქა

ენას კბილი დააჭირეთ, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი პარტნიორული ურთიერთობები და აღმოჩნდეთ ფინანსურად მომგებიან სიტუაციაში. იზრდება თქვენი ინტუიცია, ეცადეთ იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით.

მერწყული

კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოეთთან რაც შეიძლება აქტიური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.

თევზები

გამოცოცხლდებით, თავს უკეთ იგრძნობთ. ინტუიცია იმატებს და სწორ არჩევანს აკეთებთ, მაგრამ სამყარო საიდუმლოს დაცვას ითხოვს, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით წარმატებები იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ბედნიერი საქართველოში ვარ... მინდა, რაღაცით გამოვადგე საქართველოსა და ქართველებს“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი?

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

✕