ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 1-ელი ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„1-ელი იანვარი. გილოცავთ ახალ წელს! დღეს საერთო დღის ენერგია არის რიცხვი 3.
რა არის რეკომენდებული:
იმოქმედეთ — გადადით გეგმებიდან რეალურ ქმედებებზე;
ისწავლეთ, მიიღეთ ახალი ცოდნა — დღე ხელს უწყობს განვითარებას;
დატკბით ყოველი წამით;
საღამოს მადლობა გადაუხადეთ ყველაფერ კარგს, რაც დღეს მოხდა.
გახსოვდეთ: ცნობიერების განვითარება ცხოვრების მთავარი მიზანია.
რისგან სჯობს თავი შეიკავოთ:
დაუფიქრებელი, აზარტული ქმედებებისგან — ეს დანაკარგისკენ მიმავალი გზაა;
დროისა და ყურადღების ფუჭი ხარჯვისგან;
სიზარმაცისა და უმოქმედობისგან.
ასევე დღეს ხუთშაბათია და ის განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია:
3, 12, 21, 30 რიცხვებში — თქვენი ფერია ყვითელი.
4, 13, 22, 31 რიცხვებში — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი.
იყოს ეს დღე სიხარულის, შთაგონებისა და ზრდის დასაწყისი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მიულოცა თამო ვაშალომიძემ საზოგადოებას 2026 წელი - მოდელი ვიდეომიმართვას ავრცელებს