14 აპრილი ენერგიები 5 • 1 • 6.
დღე არის კომუნიკაციისა და სიმსუბუქის. ბევრი კონტაქტი, ღიმილი და ენერგიის გაზიარება.
ადამიანები თვითონ მოგიზიდავენ. თუმცა არის რისკი საკუთარი ენერგიის გაფანტვა. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ გაჩუმდე… და ეს შიგნით დაგიგროვდეს.
მნიშვნელოვანია, არ გაანაწილო საკუთარი თავი ყველგან. სიჩუმე დღეს შენი დაცვაა. არ გააზიარო გეგმები, იდეები, პირადი თემები. რაც ნაკლებს იტყვი შენზე მით მეტად შეინარჩუნებ ენერგიას.
🚫 ნუ ჩაერევი სხვის საქმეებში. ნაკლები კითხვა, ნაკლები ჩართულობა. დღეს მნიშვნელოვანია იყო საკუთარ თავში და არა სხვების ისტორიებში.
🏃♀️ დილით მსუბუქი აქტივობა მოძრაობა, გასეირნება, ცოტა სპორტი. გადაღლის გარეშე, უბრალოდ რომ სხეულმა „გაიღვიძოს“.
🎧 მუსიკა და სიამოვნება აუცილებელია. ჩართე საყვარელი სიმღერები, შექმენი კარგი განწყობა. შეგიძლია გაახარო თავი გემრიელი ყავა ან პატარა სიამოვნება.
💭 ილაპარაკე საკუთარ თავთან სწორად. მხოლოდ კარგი ფიქრები, მხარდაჭერა. თუ რამე ისე არ წავიდა მოძებნე პლიუსი.
🔮 ძლიერი ინტუიციაა ამ დღეს. ყურადღება მიაქციე სიზმრებს, ნიშნებს, შინაგან შეგრძნებებს. შეიძლება მიიღო პასუხი ძველ კითხვაზე. თუ დღეს ბალანსში გაატარებ ყველაფერი ლამაზად და თითქოს ცოტათი მაგიურად დალაგდება.
💖 გაუფრთხილდი შენს ენერგიას და ის სწორ გზაზე წაგიყვანს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო ქმარი“ - როგორ მიულოცა კონსტანტინე სულამანიძემ მეუღლეს დაბადების დღე