🌟 გუნდური გადაწყვეტილებების დღე - 17 მარტი.
დღე მიმდინარეობს 8 • 3 • 2 ენერგიებით. დღე საკმაოდ აქტიური და სამუშაო იქნება. ატმოსფერო მიმართულია შედეგების მიღებაზე.
შესაძლოა იყოს ბევრი გადაადგილება, ზარები, საუბრები და საქმეებიც მოულოდნელად გაიზარდოს.
🌙 ამას ემატება ისიც, რომ 19 მარტს ახალი მთვარეა, ამიტომ ენერგია უკვე ნელ-ნელა მატულობს. შეიძლება, იგრძნოთ მცირე დაძაბულობა და სურვილი, ყველაფერი სწრაფად გადაწყვიტოთ.
⚠️ დღეს მნიშვნელოვანია ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ჯიუტად თქვათ „ასე იქნება და მორჩა“. დღეს ეს გზა არ არის სწორი.
🤝 მაქსიმალურად ილაპარაკეთ და განიხილეთ ყველაფერი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მოსმენა, აზრების გაზიარება და შეთანხმება. საქმეების გადაწყვეტა უმჯობესია პატარა გუნდში.
👥 იდეალურია 2–3 ადამიანი: ერთად განიხილეთ, გაცვალეთ აზრები და მიდით საერთო გადაწყვეტილებამდე.
✨ შეძლებისდაგვარად გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები. ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე — გაანაწილეთ საქმეები.
💗 საყვარელ ადამიანებთან კი დღეს იყავით რაც შეიძლება რბილი და მშვიდი: მეტი სითბო, მეტი ყურადღება და მშვიდი საუბარი.
🌿 დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი — დღეს უკეთესია გაცემა, ვიდრე მოთხოვნა. დაეხმარეთ, დაუჭირეთ მხარი და გამოავლინეთ კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ.
🚀 მაშინ ყველაფერს მოასწრებთ, ბევრ საკითხს წარმატებით გადაწყვეტთ და დღეც წარმატებული იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილი სახეები, დახვეწილი კაბა და ტორტი - როგორ აღნიშნა მარიტა მელიქიშვილმა დაბადების დღე
⭕„არ ვიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან ...“ - 17 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი