ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 8 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„8 თებერვალი: ურთიერთობებისა და დიპლომატიის ენერგია
❤️ დღეს საერთო დღე გადის რიცხვი 2-ის ენერგიის ქვეშ და ყველაფერი აგებულია გაგებაზე და მოქნილობაზე.
რა უნდა გააკეთოთ:
❤️ აწარმოვეთ მოლაპარაკებები, შეხვდით ადამიანებს, გააძლიერეთ კავშირები
❤️ დრო დაუთმეთ ოჯახს და ახლობლებს
❤️ ბევრი იარეთ, იმოძრავეთ, დაეხმარეთ სხვებს
❤️ გაატარეთ დრო წყალთან — აბანო, აუზი, წყლის პირას სეირნობა
❤️ იმედიტირეთ, დაკავდით იოგით, იმუშავეთ საკუთარ თავზე
❤️ იყავით დიპლომატიური — მოუსმინეთ, გაიგეთ, გამოავლინეთ სითბო
❤️ იპოვეთ შთაგონება და იგრძენით ენერგიის ნაკადი
რას უნდა მოერიდოთ:
❤️ ჭორებსა და ინტრიგებს — ნუ აჰყვებით ურთიერთობების გაწყვეტის სურვილს
❤️ სიჩქარესა და ქაოსს — დღევანდელი ენერგია ითხოვს შენელებას
❤️ ხელშეკრულებებისა და კრედიტების გაფორმებას
❤️ დეპრესიულ განწყობებს — გამოავლინეთ სენსიტიურობა და სინაზე ასევე დღეს კვირაა და განსაკუთრებით იღბლიანია 1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებულთათვის (თქვენი ფერები: თეთრი და წითელი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის შერიგების, გაერთიანების და საერთო სიხარულის დღე“ - 8 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი