Digest Logo

რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 13 დეკემბერს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

1765621341
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„13 დეკემბერი - ტრანსფორმაციის დღე სულიერების გზით.

დღის საერთო ენერგია - შვიდიანი სულიერი სიღრმის, ანალიზის და შინაგანი გარდაქმნის რიცხვია.

რა არის სასარგებლო დღეს:

ივარჯიშე იოგით, მედიტაციით, მოუსმინე მანტრებს;

იარე ფეხით 6–8 კმ, იზრუნე სხეულზე მსუბუქი მოძრაობით;

ეწვიე წმინდა ადგილებს, ილოცე;

იყავი სიმშვიდეში - დღევანდელი კრიზისული სიტუაციები სულიერი ზრდისთვის არის მოცემული.

რას სჯობს მოერიდო:

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და დოკუმენტებზე ხელის მოწერას;

ეგოიზმსა და ზედმეტ მოთხოვნებს — ეს აძლიერებს ეგოს ტკივილს;

ტრიგერებზე რეაგირებას — ისინი დღეს განსაკუთრებით აქტიურია;

ექიმთან ვიზიტს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.

დღეს შაბათია და განსაკუთრებით იღბლიანი დღეა 8, 17 და 26 რიცხვში დაბადებულებისთვის.

თქვენი ფერები: ლურჯი და ცისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაწერეთ ყველაფერი რაც გაქვთ, გადაკეცეთ ფურცელი ისე, რომ ნაწერი დაფარული იყოს და მოათავსეთ ყუთში ან ქილაში...“ - თამუნა იოსელიანი 13 დეკემბრის პრაქტიკას გვიზიარებს

„ბევრს ჰგონია, რომ დეპრესიაშია, მაგრამ სიმართლის დროა...“ - რატომ გაქვთ სიმძიმე, სიცარიელე, დაღლილობა?

🎥 „მალე საქართველოსკენ წასულიყავი, უძლიერესო ბიჭო“ - რა კადრებს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა