19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი ემოციურად დატვირთული და გარდამტეხი იქნება. როგორც ასტროლოგი ანა ჯალაღონია თავის ვიდეობლოგში აღნიშნავს, მიმდინარე კვირა ძველი ურთიერთობების გადახედვას, ფარული ემოციების გამოვლენას და მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებს უკავშირდება.
„მთავარი ასტროლოგიური ტენდენციები
კვირის დასაწყისში რეტროგრადული ვენერა მორიელში პლუტონთან, რომელიც მერწყულის ნიშანში მოძრაობს დაძაბულ ასპექტს ქმნის. ეს სიმბოლურად ააქტიურებს ურთიერთობებში ძალაუფლების, კონტროლის, ეჭვიანობისა და ემოციური დამოკიდებულების თემებს. გირჩევთ, დასვათ კითხვა: გვაკავშირებს თუ არა ადამიანთან სიყვარული, თუ ეს მხოლოდ დაკარგვის შიშია.
სასწორის ნიშანში მყოფი მზე ჰარმონიულად უკავშირდება მერწყულის ღერძზე არსებულ კვანძებს, რაც გვახსენებს, რომ პირადი სურვილები და სხვებთან ურთიერთობა ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. პერიოდმა შესაძლოა მოიტანოს ახალი მიმართულებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
მორიელის ნიშანში მერკური რეტროგრადულ ფაზაში შედის, რაც წარსულის გადახედვის ეტაპს იწყებს. შეიძლება დაბრუნდნენ ძველი საუბრები, ადამიანები ან იდეები.
რისი გაკეთება შეიძლება და რა არის აკრძალული ამ პერიოდში?
რეტროგრადული მერკურის დროს არ არის რეკომენდებული:
🚩 ახალი საქმეების დაწყება და ხელშეკრულებებზე ხელმოწერა;
🚩 ახალი ტექნიკის შეძენა;
🚩 ახალი ნაცნობობა და სამომავლო მოლაპარაკებები.
რა არის რეკომენდებული:
📗 ძველი მოლაპარაკებების განახლება და ძველი საქმეების ახლებურად გადახედვა;
📗 მიჯაჭულობისა და ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება;
📗 ინფორმაციის გადამოწმება და ინტუიციისთვის მოსმენა.
ვის შეეხება ცვლილებები ყველაზე მეტად?
კვირა განსაკუთრებით ინტენსიური ფიქსირებული ნიშნებისთვის - მორიელები, მერწყულები, ლომები და კუროები იქნება, რომლებსაც ურთიერთობების, ოჯახისა და სამსახურებრივი საკითხების გადახედვა მოუწევთ. კირჩხიბებსა და თევზებს კი ემოციური სიცხადისა და შინაგანი გააზრების მეტი შესაძლებლობა ექნებათ“,- ამბობს ასტროლოგი ანა ჯალაღონია.