„კვირა არის ისეთი, რომელიც თვეში ერთხელ დგება - ყველა ნიშნისთვის არის კარგი.
დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველში, შანსები წარმატების ყველა სფეროში არის“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.
მისი პროგნოზით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღეები - ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.
„ამ დღეებში თუ იგრძენით თავის ტკივილი, უგუნებობა აკონტროლეთ წნევა.
ორშაბათს მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციას, ეს საქმე არ წავა სწორად, ასევე არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები.
ოთხშაბათს დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნების რჩევებს.
ხუთშაბათს ზოდიაქოს 4 ნიშანს ესენია - კურო, ლომი, მორიელი და მერწყული არაადეკვატური რეაქციები ექნებათ ცხოვრებისეულ მოვლენებზე.
პარასკევს მზე ტოვებს ყველაზე მშვიდობიან სასწორის ნიშანს და გადადის მორიელის ნიშანში.
ადამიანებში მოიმატებს, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, თუმცა აკონტროლეთ ეჭვიანობა, ოპტიმიზმი, გესლიანი გამოთქმები, სამაგიეროს გადახდის სურვილი და თვითგვემა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი
პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია - ხართ უშიშარი და ბევრი რამ გამოგდით. აკონტროლეთ ფინანსები და არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება ინვესტიციებში.
♉️ კურო
ურთიერთგაგება იკლებს. ეცადეთ, არ გადახვიდეთ კონფლიქტზე და სიჯიუტეზე. შეიძლება მოხდეს კარიერული განვითარება.
♊️ ტყუპები
იზიდავთ იღბალს, ადამიანებს. კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობისთვის კარგი პერიოდია. სიყვარულის დროა.
♋️ კირჩხიბი
მთავარი ფავორიტი მომავალი ერთი თვისა ხდებით თქვენ, ბევრი რამ გამოგდით. შესაძლოა გაუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა, ასევე თანამდებობის შეცვლის წინაშეც აღმოჩნდეთ, მაღალი ხელფასით.
♌️ ლომი
ყველაფერი გამოსდით, ენერგოტონუსი მაღალია, შარმი და მიზიდულობა მატულობს. შეხვედრების და კონტაქტების დროა.
♍️ ქალწული
ფინანსების დროა, შესაძლოა ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური შემოსავლები. შეიძლება აღმოჩნდეთ პრემიების და ბონუსების წინაშე. მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ და ისე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
♎️ სასწორი
მიდექით მოდექით ხალხი შეაწუხეთ, ვარსკვლავური დრო გაქვთ, ჯერ კიდევ ხართ ფავორიტი ნიშანი. შარმი და მიზიდულობა მატულობს, მგზავრობა მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა.
♏️ მორიელი
შანსები წარმატებისა მატულობს, თუმცა გაქვთ წყალქვეშა დინებები - წინა პლანზე იწევს თქვენი მავნე ჩვევები, რასაც უნდა კონტროლი, პარტნიორებთან იყავით ფრთხილად, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა. ნელ-ნელა უახლოვდებით პერიოდს, რომელსაც ჰქვია ვარსკვლავური დრო.
♐️ მშვილდოსანი
კრატიულია, ჯანზეა და ბევრი რამ გამოსდით - საუკეთესო დროა რეფორმებისთვის. არ დაგავიწყდეთ გყავთ ბევრი მოშურნეები, არ გეგონოთ, რომ თქვენი წარმატება ყველას უხარია - აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან.
♑️ თხის რქა
გაქვთ სურვილი, რომ გარისკოთ და თუ ეს რისკი კარგად იქნება აწონილი შეიძლება გაგიმართლოთ, შეიძლება დახმარება მიიღოთ ახლობლებისგან და ნათესავებისგან.
♒️ მერწყული
ნაკლებად იღლებით და საინტერესო, კრეატიული იდეები გაქვთ.
♓️ თევზები
კარგი პერიოდი გეწყებათ, 23-დან ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი იქნებით - ოპტიმისტები ხდებით, კარგი პერიოდი იწყება მგზავრობა მოგზაურობისთვის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე 50-მილიონიანი Fantasy Bra-თი გამოჩნდა