ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„კირჩხიბი, დეკემბრის პროგნოზი:
დეკემბრის თვე ჰარმონიულია კირჩხიბებისთვის. საბოლოოდ სრულდება ის დაძაბულობა და გამოწვევები, რომელიც ოქტომბერი-ნოემბრის თვეებში განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეცვალოთ თქვენი მიდგომები და ღირებულებები იმ სფეროში, რომელშიც შეგექმნათ კრიზისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატრიალდებით იგივე წრეზე.
თვის პირველ ნახევარში, არის კონფლიქტისა და დაძაბულობის მაჩვენებელი სამსახურებრივ ურთიერთობებში. აუცილებელია, პრობლემა ისე გადაჭრათ, რომ არ დაირღვეს არც ერთი ადამიანის უფლებები და თავისუფალი არჩევანი.
თვის მეორე ნახევრიდან სრულდება კარმული გამოცდები შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დაკავშირებით. მათთან ურთიერთობა ისე ჩამოგიყალიბდებათ, როგორი მიდგომებიც გქონდათ ბოლო სამი თვის მანძილზე. თუ აკონტროლებდით და მათ გადაწყვეტილებებში ერეოდით, ან ტოქსიკური მიჯაჭვულობა გქონდათ, გამწვავდება. ხოლო თუ თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცით, ჰარმონიულ ეტაპზე გადავა ურთიერთობები და მიაღწევენ წარმატებას.
სასიყვარულო ურთიერთობაში, ასევე ჰარმონიულ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ. დაასრულოთ ტოქსიკური მიჯაჭვულობები და პატივი სცეთ, მის და საკუთარ თავისუფალ არჩევანსა და პირად სივრცეს. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, უმჯობესია დაასრულოთ ასეთი კავშირი.
ფინანსური თვალსაზრისით, ჰარმონიული თვეა. შესაძლოა შემოსავლის მატება. თვის მეორე ნახევრიდან რეკომენდებულია,ახალი საქმეების წამოწყება, ან ფულის დაბანდება.
ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ნერვიული და ძვალსახსროვანი სისტემა.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 13;17;18;19;20;21;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;2;7;14;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 4;5;27;28;29;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, შესაფერისია ნებისმიერი საქმისთვის“ - 29 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით