ეზოტერიკოსი გოგა მანია ახალ ვიდეომიმართვაში ზოდიაქოს იმ ხუთ ნიშანს ასახელებს, რომლებსაც, მისი თქმით, 2027 წელს ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებული წარმატება და შემოსავლების ზრდა ელოდება.
მანიას პროგნოზით, ფავორიტებს შორის არიან სასწორი, მერწყული, კურო, თევზები და კირჩხიბი - ეზოტერიკოსი განმარტავს, რა ცვლილებები ელის თითოეულ მათგანს ახალ წელს.
„2027 წლის ფინანსურად წარმატებული ხუთი ზოდიაქოს ნიშანი მინდა დავასახელო.
ძალიან დიდი ხანია ის თავის წარმატებას ელოდება, თუმცა ვერ მივიდა იქამდე. პირველი ნიშანი ხართ, ვისაც დიდი წარმატება ელოდება ამ კუთხით, გილოცავთ და ეს თქვენ ხართ სასწორებო.
მეორე ნიშანია მერწყული. ის დაიღალა ერთ წრეზე სიარულით. იმით თუ რას აკეთებს და რა რჩება ბოლოს. სრულდება თქვენი ტკივილი. 2027 წელი იქნება ყველაზე წარმატებული თქვენს ცხოვრებაში. თუმცა არა მთლიანობაში.
კუროებო - ის რისთვისაც იბრძოლეთ და ნიადაგი მოამზადეთ, 2027-მა წელმა გადაწყვიტა გაგიმართლოთ და იყოთ ფინანსურად წარმატებულები.
თევზები - პირველი და ფავორიტი ნიშანია.
კირჩხიბი - არც თუ ისე ფავორიტი ხართ 2027 წელს, მაგრამ იმხელა შემოსავალი გექნებათ, რომ თქვენ იდილიას შეიქმნით თავად“, - აღნიშნა გოგა მანიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში
⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“