Digest Logo

რა ელოდებათ ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში? - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1795790779
ხატია ბედოშვილი

ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.

იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:

„ლომი, დეკემბრის პროგნოზი:

დეკემბრის თვეში მსუბუქდება წინა თვეების დაძაბულობა. თუმცა მშობლებთან, შვილებთან და სასიყვარულო ურთიერთობებში, მოგიწევთ ძალისხმევის ჩადება. თქვენი ღირებულებების შესაბამისად წარიმართება მოვლენები, რაც მათი თავისუფალი არჩევანისა პირადი სივრცის პატივისცემას გულისხმობს.

თვის პირველ ნახევარში, არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ან ძვირადღირებული შენაძენების გაკეთებას. არის გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი ოჯახური საჭიროებებიდან გამომდინარე. დეკემბრის მეორე ნახევრიდან, ჰარმონიული პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად. შესაძლოა შემოსავლის მატება.

მეგობრული ურთიერთობები დაძაბულია. იცდებით თქვენც და ისინიც, თუ რამდენად იცავთ თანასწორობის პრინციპს. რამდენსაც გასცემთ, იმდენს მიიღებთ.

პარტნიორულ ურთიერთობაში, მოერიდეთ მეგობრების, ნათესავების, ან სხვა ადამიანების ჩარევას. ნურც თქვენ ჩაერევით ზემოთ ხსენებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და თავისუფალ არჩევანში.

მოვლენები კარმულად ვითარდება. არ შეიძლება გაპროტესტება, ამით უფრო დაამძიმებთ გარემოებას.

ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია სასუნთქი გზები, ნერვიული სისტემა. ეცადეთ დიდი ენერგია არ დახარჯოთ იმის მცდელობაში, რაც თქვენს გადაწყვეტილებაზე და ნებაზე არ არის დამოკიდებული. მოერიდეთ არაჰიგიენურ ადგილებს. ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების ალბათობა დიდია.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 9;17;18;19;22;23;

დეკემბრის დაძაბული დღეები: 6;7;12;13;14;24;30;

დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 3;4;5;6;28;29;31“, - წერს ხატია ბედოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არის ჯანჯაფილი კანისთვის სასარგებლო და როგორ დავამზადოთ მისგან სახის ნიღაბი?

⭕რა ელოდებათ ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში? - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის დაავადებები მისი მდგომარეობის მიხედვით - ზაზა თელია საყურადღებო სიმპტომებზე

✕