Digest Logo

რა ელოდებათ ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში? - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1795788086
ხატია ბედოშვილი

ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.

იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:

„ქალწული, დეკემბრის პროგნოზი:

დეკემბერში სრულდება ბოლო ორი თვის დაძაბულობა და ჰარმონიული პერიოდი იწყება თვის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რა შეცვალეთ ბოლო 4 თვის მანძილზე თქვენს მიდგომებსა და ღირებულებებში.განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელშიც გქონდათ სირთულეები.

აუცილებელია, რომ პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, პატივი სცეთ მათ თავისუფალ არჩევანს და არ ჩაერიოთ მათ გადაწყვეტილებებში. თქვენც და გარშემომყოფებსაც, თუ გექნებათ თავისუფლება, აირიდებთ ბევრ უსიამოვნებას თავიდან.

არის სამსახურებრივი ცვლილებების მაჩვენებელი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმე, ან გააფართოოთ არსებული შემოსავლის წყარო.

ჰარმონიული თვეა მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად, ან ახალი ნაცნობებისთვის. ამით შეძლებთ ჰარმონიული კარმის გამომუშავებას.

ეცადეთ თვის პირველი ნახევარი განტვირთვასა და ენერგიის აღდგენას დაუთმოთ. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია, სასუნთქი გზები, ნერვიული სისტემა. არის ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი. მოერიდეთ არაჰიგიენურ ადგილებში ყოფნას.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 10;18;19;20;21;22;

დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;2;3;7;8;23;24;26;27;30;31;

დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 4;5;6;25;28;29“, - წერს ხატია ბედოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის დაავადებები მისი მდგომარეობის მიხედვით - ზაზა თელია საყურადღებო სიმპტომებზე

🎥 იწვევს თუ არა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ვირუსულ ინფექციას - პედიატრის განმარტება

⭕რატომ ვილტვით ტკბილეულისკენ სტრესის დროს?

✕