Digest Logo

🎥 იწვევს თუ არა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ვირუსულ ინფექციას - პედიატრის განმარტება

1795777713
ეკა უბერი

არის თუ არა ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა ხშირი ავადობის მიზეზი და რამდენად გვიცავს ძლიერი იმუნიტეტი ვირუსებისგან? ბოლო პერიოდში მშობლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბავშვის გახშირებულ ავადობაზე: სურდო, ხველა, სიცხე, გამოჯანმრთელება და მალევე ახალი ინფექციის გამოვლენა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რამდენად ნორმალურია ბავშვთა ასაკში, ხშირი ავადობა, რა როლი აქვს ამ პროცესში იმუნურ სისტემას და შეიძლება თუ არა ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ინფექციებისადმი მგრძნობელობას ზრდიდეს.

ამასთან ბოლო პერიოდში ყურადღებას იქცევს თვალის ანთებითი პროცესებიც, მათ შორის კონუქტივიტი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორულ ინფექციებს. საინტერესოა, კონუქტივიტი დამოუკიდებელი ინფექციაა თუ შესაძლოა სხვა ვირუსული დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს? ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრი ეკა უბერი საუბრობს: 

„ამ ეტაპზე საგანგაშო, რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივ მორეციდივე სეზონური ვირუსები, ამ პერიოდში, როგორც კი აგრილდება ჩვენ ქვეყანაში, აქტიურდებიან რესპირატორული, ანუ სასუნთქი გზების ვირუსები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეს მინიმალური სიმპტომებით და ადვილი გამოჯანმრთელებით მთავრდება. ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კონუქტივიტი. 

რას ნიშნავს ხშირი ავადობა? ექვს წლამდე ასაკის ბავშვებთან, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, ოთხი, ექვსჯერ და ხანდახან რვაჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციით, ვირუსული, ეს შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ნორმის ვარიანტი.

ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს, თუმცა ავადობის სიხშირე არ ნიშნავს იმუნიტეტის მდგომარეობის შეფასებას, ანუ ის ფასდება არა სიხშირით, არამედ როგორ მიმდინარეობს ეს ინფექცია. 

იმუნიტეტის დაქვეითება ეს ძალიან პირობითი შეფასებაა. იმუნიტეტის დაქვეითების ნიშნებს თუ საგანგაშო ალმებს, წითელ ალმებს ვეძახი, წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი და ეს ფასდება გარკვეული კრიტერიუმებით, მაგალითად, რამდენად ხშირად ურთულდება წლის განმავლობაში შუაყურის ანთებით, რამდენად ხშირად ურთულდება ფილტვების ანთებით, რამდენად სჭირდება ინტრავენური, განმეორებითი ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია, ის რაც ჩვენ ზოგადად განვიხილავთ, რომ იმუნიტეტი დაქვეითებული აქ, ეს ხშირ შემთხვევაში მცდარი შეფასებაა“, - ამბობს ეკა უბერი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ ვილტვით ტკბილეულისკენ სტრესის დროს?

⭕რა ელოდებათ მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ჩახშული აგრესიის 7 ნიშანი - როგორ მუშაობს შეუმჩნეველი წინააღმდეგობა ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ

✕