Digest Logo

რა ფასის გადახდისთვის ხართ მზად წარმატებისთვის? - „ლილიტის“ მთავარი ხაფანგი თხის რქაში - ასტროლოგ ნინო ალბორიშვილის პროგნოზი

1789764786
ნინო ალბორიშვილი

14 სექტემბერს შავი მთვარე {ლილიტი} თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, სადაც 2027 წლის 11 ივნისამდე დარჩება. მომდევნო 9 თვის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდება კარიერის, ფულის, ამბიციების, ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის თემები.

თხის რქა პროფესიულ ზრდასა და აღიარებას ისწრაფვის, თუმცა შავი მთვარე ამ სურვილების ჩრდილოვან მხარეს გამოავლენს. ასტროლოგ ნინო ალბორიშვილის თქმით, ამ პერიოდის მთავარი კითხვაა: რა ფასის გადახდისთვის ხართ მზად წარმატებისთვის?

„14 სექტემბერს (შავი მთვარე), ლილიტი, თხის რქაში გადავიდა და აქ 2027 წლის 11 ივნისამდე დარჩება.

მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააქტიურდება კარიერა, ფული, ამბიციები, ძალაუფლება, სტატუსი და ჩვენი ადგილი სოციალურ იერარქიაში.

თხის რქას სურს წინსვლა, შედეგი, პროფესიული ზრდა, აღიარება, გავლენა და საზოგადოებაში საკუთარი პოზიცია. მაგრამ შავი მთვარე ამ სურვილების ჩრდილოვან მხარეს გამოავლენს.

ამ პერიოდის მთავარი არსია:

რა ფასის გადახდისთვის ხართ მზად წარმატებისთვის?

მოიმატებს ამბიციები. პერსპექტიული თანამდებობების და მომგებიანი პროექტებისთვის ბრძოლა უფრო გამკაცრდება. იქ, სადაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ადამიანი აცხადებს პრეტენზიას, კონკურენცია სწრაფად გამოავლენს, ვინ და რა მეთოდებით ცდილობს მიზნის მიღწევას.

გაიზრდება ცდუნება, გამოიყენოთ კავშირები, ჩამოიშოროთ კონკურენტები, მიითვისოთ სხვისი დამსახურება, საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ ან კარიერის გამო ურთიერთობები დათმოთ.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ იმ შეთავაზებებთან, რომლებიც ძალიან სწრაფ წარმატებას, დიდ ფულს ან გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერას გპირდებათ. შესაძლოა მათ უკან ისეთი პირობები იდგეს, რომლებზეც თავიდან არავინ საუბრობდა.

ზედაპირზე ამოვა კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესები, ხელმძღვანელების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და იმ ადამიანების სისუსტეები, რომლებსაც აქამდე ავტორიტეტებად მივიჩნევდით.

ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, პერიოდის ერთ-ერთ მგრძნობიარე თემა იქნება. შესაძლოა მოგიწიოთ საკუთარი პოზიციის დაცვა, უსამართლო შეფასებასთან შეჯახება, უფლებამოსილებისთვის ბრძოლა ან იმის გადაწყვეტა, ღირს თუ არა საერთოდ დარჩენა სისტემაში, რომლის წესებიც უკვე აღარ გაკმაყოფილებთ.

ლილიტის კიდევ ერთი ხაფანგი თხის რქაში არის, საკუთარი წარმატების შიში - დაახლოებით ასეთი ფორმით:

ნუ გამოირჩევი.

დიდი ფული ადამიანს აფუჭებს.

ძალაუფლება არ მჭირდება.

მე ხელმძღვანელობა არ შემიძლია.

მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, მსგავსი შინაგანი რწმენები გამოცდას გაივლის.

შეიძლება სწორედ ახლა მოგიწიოთ იმ ამბიციების აღიარება, რომელთა უარყოფაც დიდი ხნის განმავლობაში უფრო მოსახერხებელი იყო. მეტი პასუხისმგებლობის აღება, ან იმ უსაფრთხო როლიდან გამოსვლა, რომელიც უკვე ზედმეტად ვიწრო გახდა.

პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - საკუთარი თავის ექსპლუატაციაა.

მუდმივად მეტის კეთება, ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, სხვებისთვის არაფრის მინდობა, შეცდომის დაშვების აკრძალვა და დასვენების დროსაც დანაშაულის განცდა.მუდმივად იმის დამტკიცება, რომ თქვენს გარეშე ყველაფერი დაინგრევა, როდესაც ადამიანი უკვე, საკუთარი მიღწევების მომსახურებას იწყებს და წარმატება თავის დანიშნულებას კარგავს.

შავი მთვარე სწრაფად დაგვანახებს ასეთი დამოკიდებულების ნამდვილ ფასს:

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თხის რქებს, კირჩხიბებს, ვერძებს და სასწორებს. სწორედ ამ ნიშნებისთვის კარიერის, სტატუსის, კონკურენციის, პასუხისმგებლობის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის და გავლენისთვის ბრძოლის საკითხები, შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური გახდეს.

ისინი ვინც დაიბადნენ: 1955 -1956, 1964 -1965, 1973 -1974, 1982 -1983, 1991 -1992, 2000 და 2009 წლებში.

ამ წლების დაბადებულთა ნაწილისთვის, 2026–2027 წლებში ხდება, (შავი მთვარის) ლილიტი დაბრუნება. შედეგად სასურველსა და დასაშვებს შორის არჩევანის ძველი თემები, კვლავ მოითხოვენ გადაწყვეტას.

შავი მთვარე თხის რქაში, ჩვენი დამოკიდებულების გამოცდას მოახდენს ძალაუფლების და მიღწევების მიმართ ორი მიმართულებით:

ზოგიერთს დროულად გაჩერება მოუწევთ მწვერვალისკენ სწრაფვისას, ზოგიერთი კი - საბოლოოდ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, მწვერვალისკენ წავიდეს“,- წერს ნინო ალბორიშვილი.