Digest Logo

რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ახდეს

1765828580
ნაძვის ხენაძვის ხე

ფენ-შუი უძველესი პრაქტიკაა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეში ენერგიების დაბალანსებას უწყობს ხელს და ჩვენს ცხოვრებაში პოზიტივი და სიუხვე მოაქვს.

როგორ უნდა მოაწყოთ სახლი ისე, რომ 2026 წლის ენერგიას შეესაბამებოდეს? ამას ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გირჩევთ:

„მე და თქვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ახალ წელს შუაღამისას ჩაფიქრებული სურვილები გარდაუვალად ახდება. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამყაროს, რომ ჩვენი სურვილები ზუსტად გაიგოს და ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოს.

ამაში აუცილებლად დაგვეხმარება საახალწლო ნაძვის ხე! უფრო სწორად, არა თავად ნაძვის ხე, არამედ მისი სადღესასწაულო მორთულობა.

რაც შეეხება საახალწლო ფერებსა და დეკორებს: ნაძვის ხე შეიძლება მოირთოს მწვანედ. მისაღებია მისი ყველა ელფერი - რბილი ზეთისხილიდან მუქ ზურმუხტისფრამდე. მათ შორის ღია მწვანე, პიტნისფერიც. მწვანე ფერებს შეგიძლიათ შეუთავსოთ ვარდისფერი, შინდისფერი ან თუნდაც მკვეთრი წითელი და ოქროსფერი.

დეკორში გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები, ფიჭვის გირჩები ან თუნდაც ხის სათამაშოები.

ზედა ნაწილი მორთეთ მზის ფორმის კაშკაშა დეკორაციებით - ეს გახლავთ მომავალი წლის სიმბოლო. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დეკორატიული სანთლები. აირჩიეთ ფერის შესაბამისი ტექსტილი.

ძაფზე შეკრიბეთ გამხმარი ფორთოხლის ნაჭრები და დარიჩინის ჩხირები და ეს შექმნის 2026 წლის ახალი წლის დაუვიწყარ სურათს და დაკიდეთ იგი ნაძვის ხეზე“, - ამბობს ეკა კვარაცხელია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოჰო, ცეცხლი ხარ...“ - მარიამ შენგელია ახალ კადრებს აქვეყნებს

„რა სილამაზე ხარ...“ - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

2026 წლის სრული ასტროლოგიური პორტრეტი მერწყულისთვის - „მეფობის“ დასაწყისი, ძალაუფლება, სიყვარული, შემოქმედებითი ტრიუმფი“

წყარო: www.zmna.ge