Digest Logo

რას გამოიწვევს პლანეტების მოძრაობა და მათი თანხვედრა ადამიანების ცხოვრებაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ივნისში - ასტროლოგის რჩევები!

1781090652
მიხეილ ცაგარელი

გაზაფხული საკმაოდ მალე მიიწურა და დადგა ზაფხულის პერიოდი. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, ზაფხულის პირველი თვე, ივნისი, ბევრი ადამიანის ბედ-იღბალს შეცვლის სასიკეთოდ. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ თვის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს. 

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე და რას გვპირდება ივნისის თვე პირად და საქმიან ურთიერთობებში?

– ივნისი, ადამიანთა ბედში ცვლილებებს შეიტანს. მნიშვნელოვანი გეგმები საუკეთესოდ განხორციელდება 4-დან 10 ივნისამდე, აგრეთვე, 17-დან 24 ივნისამდე. პლანეტა მერკური 1-ელ ივნისს კირჩხიბში შევა და იუპიტერის ენერგიებით გაძლიერდება შემოქმედებითი და საქმიანი განწყობა. 9 ივნისამდე პლანეტა ვენერა იუპიტერთან შესახვედრად ემზადება.

ეს სამი პლანეტა შექმნის ცხოვრების ახალ რიტმს და ცვლილებების დაწყებას გამოიწვევს. პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოში შედის 13 ივნისს, 13:48 საათზე, რაც კარგია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

– სადამდე გაგრძელდება ეს ტენდენცია?

– 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობისთვის, მზის ახალგაზრდული, მამაკაცური ენერგია კულმინაციას მიაღწევს და დადგება წლის ყველაზე მოკლე ღამე. 18-დან 24 ივნისამდე პერიოდში ენერგიების სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრ ზრდას იგრძნობთ. 29 ივნისიდან პლანეტების ენერგიები, რეტროგრადიული მერკურისა და ტყუპებში მარსის მოძრაობა, ასევე, 30 ივნისს პლანეტა იუპიტერის ლომის ზოდიაქოში გადასვლა, ხელს შეუწყობს მოქმედებებში გადაჭარბებულ ემოციურობას, განწყობის ცვალებადობას.

– რამდენად ადვილად გასავლელი იქნება სავსე მთვარის პერიოდი, რომელიც თვის ბოლოს უწევს?

– სავსე მთვარე, რომელიც 30 ივნისს დადგება, არც ისე რთული და მძიმე იქნება. რეტროგრადული მერკური 29 ივნისს შეანელებს შეთანხმებებს. 28 ივნისს, 23:30 საათზე, პლანეტა მარსი ტყუპებში, მერკურის რეზიდენციაში შევა. რაც, მიუხედავად დაძაბულობისა, ივლისის პირველ ნახევარში, სასიკეთოდ და საბედისწეროდ შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხილის მირთმევის საუკეთესო დრო: როდის მოაქვს მას რეალური სარგებელი და როდის აზიანებს ორგანიზმს?

⭕ცივი ყავის 3 საუკეთესო რეცეპტი - მხოლოდ რამდენიმე მარტივი ხრიკის ცოდნა დაგჭირდებათ

⭕„დღეს ცა „მკაცრი მასწავლებლის“ რეჟიმს რთავს“ - თაკო მელიქიშვილი 10 ივნისის ასტროლოგიურ ენერგიებზე