Digest Logo

რატომ უნდა შეარჩიო ტანსაცმელი ფერის მიხედვით

1751483778
ტასაცმელი  ტანსაცმელი

მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა და მიზანდასახულობისა, ბევრი უჩივის წარუმატებლობას როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. ამიტომ, აუცილებელია, ხშირად ჩაიცვათ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც ბედნიერების კოდს გაგიხსნით. 

ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ.

ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ და დამაჯერებლობას მატებენ მათ.

მშვილდოსანი – ცისფერისა და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები იდუმალებას აღძრავს და მსგავსი სიტუაციების გამორკვევას აიძულებს.

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კურო – თეთრი, ღია ყვითელი, ცისფერი და ღია მწვანე ფერის ტონები. აღნიშნული ფერები განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას.

ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით, მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს.

თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრიდან, დამთავრებული შავით. ამ ფერთა გამა ქმნის მათში კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.

ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ამ ფერთა გამა ოპტიმიზმს აღვივებს და დამაჯერებლობას მატებთ მათ.

სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. აღნიშნული ფერები მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს, ხაზს უსვამს პიკანტურ ხასიათს.

მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები გამოხატავენ მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს.

წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კირჩხიბი – თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ეს ფერები მათ ეხმარებიან, ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით.

მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი და ყვითელი. ეს ფერები, ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.

თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ და მათ რეალობისკენ აბრუნებენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უმშვენიერესი ხარ, ვგიჟდები...“ - სალომე კაპანაძე ეგვიპტეში მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებს

როგორ იბრძოლა ტკივილების დასამარცხებლად ხატია წერეთელმა და რის გამო არ აჩენს ის თავის რჩეულ მამაკაცს

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2025 წლის ზაფხულში კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

წყარო: tbiliselebi.ge