Digest Logo

„რაც 17 თებერვალი - 3 მარტის განმავლობაში მოხდება, იქნება პროგრამის წერა და ენერგეტიკულ ფონს შექმნის მომავალი 6 თვის მანძილზე... გამოაშკარავდება ბევრი საიდუმლო ფაქტი“ - ხატია ბედოშვილი „დაბნელების დერეფანზე“

1771405655
 ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი „იუთუბიზე“ მომდევნო ორი კვირის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„17 თებერვლამდე უნდა დაგვესრულებინა დაუსრულებელი საქმეები, 17-ის შემდეგ უკვე დროა ახალი საქმეები დავიწყოთ. თუ დაუსრულებელი საქმე, ნეგატივი გადმოვიყოლეთ, შესაძლოა, მომავალი 2 კვირა პრობლემატურად წარიმართოს. 

იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოთ ამ წელს, აუცილებელია დაამთხვიოთ ასტროლოგიურად ჰარმონიულ დღეებს, რთულ დღეებში უნდა იყოთ ფრთხილად. 

რაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მოხდება, იქნება საბოლოო ჯამში ერთგვარი პროგრამის წერა, რაც გავლენას იქონიებს, საერთო ენერგეტიკულ ფონს შექმნის მომავალი 6 თვის მანძილზე. შესაბამისად, ჭკვიანურად გამოიყენეთ მომავალი 2 კვირა. 

კარგია თუ დროს მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ, ილოცებთ. გამოაშკარავდება ბევრი საიდუმლო ფაქტი, გადაიხედება მეგობრული ურთიერთობები და დაინახავთ ყველას რეალურ, სულიერ მდგომარეობას. არის თაღლითობის, დანაკარგის შანსი. 

ასტროლოგია მიწიერი, მატერიალური გზამკვლევია. რა დანიშნულება აქვს წელს, თვეს, დღეს. გამოვიყენოთ ენერგიები და ვისწავლოთ ბალანსის დაჭერა“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის თებერვალში ბიზნესის გახსნისთვის საუკეთესო დღეები - „ეს თარიღები ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას“

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

„მინდა შევქმნა სრულიად ახალი სიხშირეები საქართველოს წმინდა ადგილებიდან და ვიცი უამრავი დაავადების განკურნება მოხდება“ - თეო ხაბულიანი