პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ახალი სიხშირეების შექმნა უნდა საქართველოს წმინდა ადგილებიდან, რაც მისი თქმით, უამრავ დაავადებას განკურნავს.
მისი თქმით, დედამიწის სიხშირე შეიცვალა და ძველი სიხშირის ჰერცები აღარ მოქმედებს მხოლოდ მცირე დოზით:
„მე მინდა შევქმნა სრულიად ახალი სიხშირეები საქართველოს წმინდა ადგილებიდან და ვიცი უამრავი დაავადების განკურნება მოხდება ამით. ზუსტად ვიცი, ვარძია, ხვამლი მცხეთა და კიდევ რამდენიმე ადგილიდან როგორც უნდა შევქმნა სპეციალური სიხშირეები რაც კურნებად მოეფინება ადამიანებს.
ამას მარტო ვერ ვიზამ, მჭირდება მხარდაჭერა. იქნებ, გამოჩნდეს ადამიანი ვინც ამ ყველაფრის ფინანსურ ნაწილს ქველმოქმედების სახით დააფინანსებს. პირადად მე არ მჭირდება არანაირი თანხის მოცემა, პირდაპირ გეტყვით რა აპარატურაც იქნება საჭირო და ვინც ამის დასპონსორებას გადაწყვეტს თავად შეიძენს იმ ყველაფერს რაც საჭიროა.
სადღაც გულში ღრმად მწამს, რომ გამოჩნდება ადამიანი ვინც ამას გააკეთებს საქართველოსთვის.
საქმე იმაშია რომ დედამიწის სიხშირე შეიცვალა და ძველი სიხშირის ჰერცები აღარ მოქმედებს მხოლოდ მცირე დოზით, ამიტომ მსოფლიოში უნიკალური რამის შექმნა მინდა უნივერსალური სიხშირეა საქართველოს წმინდა ადგილებში. ყველაფერი ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო მხოლოდ მხარდაჭერა მჭირდება.
იქ უნდა ჩავწერო საველე ხმები და შემდეგ უნდა შევქმნა ეს ჰერცებად. მსოფლიოში გავა ჩვენი სიხშირეები კურნებად.
გთხოვთ, იქნებ მიაწვდინოთ ხმა მათ ვინც ამას გაუკეთებს ქართველ ერს, მე მარტო ვერაფერს ვიზამ..
მთლიანი სისტემა გვაქვს საქართველოში უნიკალური, რომელსაც მხოლოდ განხორციელება სჭირდება არამარტო ჰერცებში არამედ უდიდესი საიდუმლო ცოდნა გვაქვს და ახლა დროა ამის გაღვიძების“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია