Digest Logo

„რაც უფრო მეტ კარგ სიტყვას ეტყვით საკუთარ თავს, მით უფრო აიმაღლებთ ენერგიას“ - თაკო მელიქიშვილი 24 ოქტომბრის ენერგიებზე

1792827000
თაკო მელიქიშვილი

24 ოქტომბერი დღე, როცა შენი გარეგნობა ფულს, სიყვარულსა და სურვილების ასრულებას მიიზიდავს!

ჩემო ძვირფასებო, როგორც იქნა მობრძანდა რეტროგრადული მერკური! რეტროგრადული ვენერა მორიელსა და სასწორში უკვე დასრულდა, ახლა კი მას მერკურიც შეუერთდა.

დღის ენერგიებია: 6 • 8 • 5. დღეს აუცილებლად უნდა გამოვიყურებოდეთ ლამაზად — გოგოებიც და ბიჭებიც!

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. დღეს სწორედ სილამაზემ, მოვლილობამ და თავდაჯერებულობამ შეიძლება ფული, სიყვარული და სურვილების ასრულება მოგიზიდოთ.

დღეს ლამაზად ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანია! არ იზარმაცოთ, ნუ დარჩებით კომფორტის ზონაში და ნუ იტყვით: „დღეს ყველა უძილო ღამეს ავინაზღაურებ“. არა, ჩემო ძვირფასებო — დღეს სამყაროში უნდა გახვიდეთ და საკუთარი თავი გამოაჩინოთ!

როცა სარკეს ან სხვა ამრეკლავ ზედაპირს ჩაუვლით, დატკბით საკუთარი თავით და უთხარით საკუთარ თავს:
„რა ლამაზმანი ვარ! რა საყვარელი და მომხიბვლელი ვარ! წარმატებული, ბედნიერი და საყვარელი ვარ — ღმერთის საყვარელი შვილი!“

რაც უფრო მეტ კარგ სიტყვას ეტყვით საკუთარ თავს, მით უფრო აიმაღლებთ ენერგიას. იგრძენით, რომ ამ სამყაროს ნამდვილი საჩუქარი ხართ და საუკეთესოს იმსახურებთ.

თქვენი განწყობისა და გარეგნობის წყალობით შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრა, სასარგებლო ნაცნობობა ან ისეთი ამბავი მოხდეს, რომელიც თქვენს სურვილს აგისრულებთ.

დღეს ნუ გააკეთებთ მხოლოდ მოვალეობის გრძნობით. მაშინაც კი, თუ სხვების თხოვნების შესრულება გჩვევიათ, ჯერ საკუთარ თავზე იფიქრეთ: რა გინდათ თქვენ და რა იქნება თქვენთვის სასარგებლო?

გოგოებო, დღეს აუცილებლად დახარჯეთ თანხა საკუთარ თავზე! შეიძინეთ ლამაზი ნივთი ან საყვარელი სუნამო, გაიკეთეთ ვარცხნილობა ან აჩუქეთ საკუთარ თავს ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ.

იყავით ყველაზე ბედნიერები, ლამაზები, საყვარლები და ფინანსურად უზრუნველყოფილები! დღეს თქვენს სილამაზეს ნამდვილად შეუძლია საჭირო კარები გაგიღოთ!

✕