ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 21 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:
„21 ოქტომბერი:
დღეს შენმა პოზიტიურმა განწყობამ შეიძლება სრულიად მოულოდნელ საჩუქრებსა და სასიამოვნო სიურპრიზებამდე მიგიყვანოს.
დღე იმართება რიცხვი 4-ის ენერგიით — ეს არის მისტიკისა და მიზნის დასახვის დღე.
ეცადე იფიქრო კრეატიულად და გამოხატო შენი შემოქმედებითი მხარე.
არ მისცე გრძნობებს და სევდას შენი ენერგიის დაქვეითების უფლება — პოზიტიური აზროვნება, მედიტაცია, აფირმაციები და ნეიროპრაქტიკები დაგეხმარება შინაგან ბალანსის დაბრუნებაში.
ფულთან მოიქეცი გონივრულად — ნუ დახარჯავ ზედმეტად.
თავი შეიკავე კრიტიკისგან, არ გაავრცელო ჭორები და ყურადღება მიაქციე შენს სიტყვებს.
არ მოაწერო ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ნუ მიიღებ სერიოზულ გადაწყვეტილებებს — დღეს შესაძლოა მისტიკურად ვერ იმუშაონ შენ სასარგებლოდ.
დღეს სამშაბათია — იღბლიანი დღე ცნობიერების რიცხვის 9 მქონე ადამიანებისთვის (ვინც დაიბადა 9, 18 ან 27 რიცხვში).
მათთვის რეკომენდებულია ტანსაცმლის ფერები - წითელი, ვარდისფერი და ყავისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - „აქტიურად და სიმამაცით უნდა დავიცვათ ბალანსი და სამართლიანობა“