21 ოქტომბერი ქართული რომანტიზმის წარმომადგენლის, მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის განმავითარებლის, ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა.
„ბარათაშვილის შემოქმედება ევროპეიზმის დამკვიდრებას მოასწავებს ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად სპარსული პოეზიის გავლენებისგან დახსნას გულისხმობს“ - ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.
სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის ბევრისთვის კარგად ნაცნობი, საყვარელი პოემა „ბედი ქართლისა“, ლექსები „ფიქრი მტკვრის პირად“ „შემოღამება მთაწმინდაზე“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის მოღვაწეობაზე, უპასუხო, უპირობო სიყვარულზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფილოლოგმა გია მურღულიამ ისაუბრა:
„მგონია, რომ მთაწმინდაზე მყოფთაგან ზოგს მთაწმინდა ანიჭებს მნიშვნელობას, ზოგი თავად ანიჭებს მთაწმინდას მნიშვნელობას. ცოტათაგანი არის ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ილია ჭავჭავაძემ სწორად შენიშნა, რომ ევროპული პოეტური ცნობიერების გამომხატველია ნიკოლოზ ბარათაშვილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ აღმოსავლურ პოეტურ ნაკადზე, რადგან სპარსული პოეზია ეს არის ის, რასაც საერთოდ პოეზია ჰქვია.
გოეთემ თქვა, პირველი ათი სპარსელი პოეტი რომ დავასახელოთ, ვერცერთი ჩვენგანი ახლოსაც ვერ მივა მათთანო.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა თვალსაწიერი გააფართოვა, არ უარყო რაღაც, პირიქით, უფრო მეტი გააკეთა“, - ამბობს გია მურღულია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: